
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი, რომელიც საქართველოში 10-კაციან ჯგუფთან ერთად იმყოფებოდა, საქართველო დღეს 18 ივნისს დატოვა.
მერაბ დვალიშვილთან ერთად საქართველოში იმყოფება ცნობილი ჟურნალისტი ნინა მარია დანიელე, რომელიც „ნინა დრამა“-ს სახელითაა სოცქსელში ცნობილი, იგი UFC-ის სპორტული ჟურნალისტია, რომელიც MMA-ს შესახებ გასართობ კონტენტს ქმნის.
მერაბმა სტუმრებთან ერთად საქართველოს ბევრი ქალაქი მოინახულა, მალე სხვადასხვა „იუთუბერი“ მის მოგზაურობის კადრებსაც შემოგთავაზებს, რომლებიც მერაბთან ერთად ამ პერიოდის განმავლობაში იმყოფებოდნენ.
ამჯერად, ერთ-ერთი „იუთუბერი“ ავრცელებს, მერაბ დვალიშვილთან საუბრის ინტერვიუს, სადაც ჩემპიონი ჰყვება მარკ ცუკერბერგთან დაკავშირებულ ისტორიას.
„მარკ ცუკერბერგი იყო ვეგასში ჩამოსული, მე მეგობრებთან ერთად იყო რა დროსაც ტელეფონი არ შემიმოწმებია და დანარეკები და მონაწერები ჰქონდა - „სად ხარ მერაბ გირეკავ, რას შვრები? მეგობრები მივდივართ პოკერის სათამაშოდ და წამოდიო“.
მარკს უყვარს MMA ვარჯიშობს თავადაც, უმაღლეს ლიგაში ვიბრძვი მე კიდევ UFC-ში და აქედან ვიცნობთ ერთმანეთს.
ისიც ჩვეულებრივი ადამიანია, რომელიც ხშირად მირეკავს, ვართ ინსტაგრამზე გამომწერები ერთმანეთის.
ბოლოს აქ ინსტაგრამზე, რომ არ გავეცი პასუხი ვოთსაპში მოუწერია“, - ამბობს მერაბ დვალიშვილი.
Meta-ს აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი, ლას ვეგასში UFC 313 შოუს, სადაც მერაბი იბრძოდა დაესწრო, როგორც ცნობილია, მერაბ დვალიშვილი და მარკ ცუკერბერგი მეგობრები არიან.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: