
მსახიობმა ლელა მებურიშვილმა და მისმა მეუღლემ, ბაჩო საგანელიძემ, რომელიც საქართველოს ელჩის მოადგილეა ბრიტანეთში, საცხოვრებლად ლონდონი აირჩიეს. ლელა ხშირად აქვეყნებს სოციალურ ქსელში ფოტოებს და ვიდეოებს, სადაც მისი ელეგანტური სტილი გამოირჩევა. იგი ხშირად ესწრება, სხვადასხვა ღონისძიებას თუ კულტურულ საღამოებს, უფრო მეტიც იგი ბოლო, 2024 წელს ბუკინგემის სასახლეში გამართულ დიპლომატიურ მიღებას დაესწრო, სადაც მეფე ჩარლზ III-სა და პრინც უილიამთან შეხვედრა ჰქონდა.
ამჯერად მსახიობმა სოციალურ ქსელში ლონდონში გადაღებული მორიგი კადრები გამოაქვეყნა, სადაც მეუღლესთან ერთად პოზირებს.
„დაუვიწყარი დღე სამეფოს სასახლეში. ელეგანტურობა, ტრადიციები და მხიარულ დრო მეგობრებთან ერთად“, – წერს ლელა მებურიშვილი და კადრებს აქვეყნებს, რომელსაც უამრავი გამოხმაურება მოჰყვა:
„ულამაზესი ხარ და საოცარი“,
„მიყვარს ეს ლამაზი წყვილი“.
„შეუდარებელი სილამაზე გაქვს“,
„დახვეწილი და მართლაც, რომ სამეფო ოჯახი“, - წერენ კომენტარებში.
View this post on Instagram
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით