
100 წლის პოეტი, გოგუცა მირცხულავა გადაცემა „დღის პოსტის“ ობიექტივში მოხვდა, სადაც მშობლიურ მხარეზე, აფხაზეთზე და ცხოვრებაზე ისაუბრა:
„ახლა კარგი ცხენი მომცა, მე ასე მგონია კიდევ ავხტებოდი. მე ვარ გოგუცა მირცხულავა აფხაზეთიდან 100 წლის. უფრო ფეისბუკში ვზივარ. ისე ინსტაგრამზეც შევდივარ როცა საჭიროა. ახლა 256 კაცი ოჩერედში დგას. ნახეთ, უნდათ მაგრამ ვარჩევ ყველა პოსტს.
ფიზიკური აქტივობა აუცილებელია. არასოდეს არაფერი არ მიხმარია სახეზე, ცოტა პომადა ცოტა. სიცოცხლის საიდუმლო ალბათ კარგი ადამიანობაა. აფხაზეთი ჩემი სამშობლოა. ომამდე ორი დღით ადრე წამოვედით, ნატესავის ორმოცი იყო და წასვლა რომ დავაპირეთ მესამე დღეს, მეზობელმა გვითხრა - სად მიდიხართ იქ ომი დაიწყოო“, - იხსენებს გოგუცა მირცხულავა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საოცარ ფორმაში ხარ...“ - მარიამ სანოგო ახალ კადრებს გვიზიარებს
🎥 7 საკვები მაღალი წნევის მკურნალობისთვის - ეს აუცილებლად უნდა სცადოთ!