Digest Logo

🎥 ინსულტით დაღუპული დედა, დის გარდაცვალება, საწოლს მიჯაჭვული სიძე და სსმ დისშვილი - ანი გიუნტერი პირად ტრაგედიაზე

1793029244
ანი გიუნტერი

ანი გიუნტერი საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი სატელევიზიო სახეა. მას წლების განმავლობაში მაყურებლამდე ღიმილი და კარგი განწყობა მოჰქონდა, თუმცა კადრს მიღმა არაერთი რთული პერიოდი გაიარა. 

პირად ტრაგედიებზე და ცხოვრების რთულ გზაზე ტელეწამყვანმა გადაცემაში „ამბავი“ ისაუბრა:

„პირველი დარტყმა იყო მამაჩემის სიკვდილი, მამა მოკლეს.

შემდეგი იყო სიძის ტრაგედია. ჩემმა დამ შექმნა ოჯახი, ჰყავდა არაჩვეულებრივი მეუღლე, პრინციპში იგი ახლაც, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა მისი სტატუსი ძალიან შეცვლილია, ისევე როგორც ჯანმრთელობის მდგომარეობა, ის აღარ არის ქმედით უნარიანი, დიდი ხანია ჩაწოლილია, არ აქვს მეტყველების უნარი და ეს, რა თქმა უნდა, დამატებითი სიმძიმეა. 

დედა იყო ბურჯი, რომლის გარშემო ტრიალებდა ყველა და საყრდენი, რაზედაც იდგა ჩვენი ოჯახი, მოხდა ისე, რომ ერთ დღეს მიიღო ინსულტი. იყო პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, ოჯახის სამი წევრი მეწვა კლინიკაში. იმ პერიოდში მე სრულიად მარტო ვიყავი, ეს იყო წრე, სადაც მუდმივად ვტრიალებდი და არ მთავრდებოდა, ველოდებოდი ტელეფონის ზარს, ენით აღუწერელი შიშით, დამირეკავდნენ და მეტყოდნენ ცუდ ამბავს. ყველა ზარი იყო ცუდის მოლოდინი და მართლდებოდა კიდეც. 

ჩემი და გადიოდა სპეციალურ მკურნალობას,  ეს ეპიზოდი არ ამომდის თვალებიდან, მაშინ, როცა იყო ბავშვის დაბადების დღე, მისი შვილი ხდებოდა სრულწლოვანი, მახსოვს, რომ ბავშვებმა მოუწყვეს სიურპრიზი, ზუსტად 12 სთ-ზე მოართვეს ტორტი და მე ვიდექი ამ ტორტით ხელში და ბავშვს უნდა ჩაეფიქრებინა სურვილი. როგორც კი ჩააქრო ტორტი, გაისმა ზარი ტელეფონზე. ცხადია ჩავთვალეთ, რომ კლინიკიდან რეკავდა დედა მოსალოცად, მაგრამ აღმოჩნდა კლინიკის ექიმი, რომელმაც შეგვატყობინა, რომ ჩემ დას ჰქონდა კენჭის გავლა და საჭიროებდა კიდევ სხვა კლინიკაში გადაყვანას. არ მინდოდა, რომ ბავშვისთვის ყოფილიყო დამთრგუნველი და საერთოდ ეს ოპერაციის თემა არც მიხსენებია. მეორე დღეს ჩემმა დამ თვითონ დამირეკა კლინიკიდან, მითხრა, რომ ფანტასტიკურად გრძნობდა თავს, ისიც მითხრა, რომ ოპერაცია იყო ჩანიშნული, ვთქვათ, ან იმავე დღეს, ან მეორე დღეს. ნუ, მოკლედ, სტაბილურად იყო ყველაფერი. მან მთხოვა კეფირის და ბანანის მოტანა. იქიდან გამომდინარე, რომ ბავშვის დაბადების დღე იყო, რაღაცა შევთანხმდით იმაზე, რომ ჯობდა, რომ მიმეხედა აი, ამ დიდი წვეულებისთვის და გაგებით მოეკიდა. როცა გავიგე მისი გარდაცვალების შესახებ, რა თქმა უნდა, მე გაგებით მაგას ვერ მოვეკიდე. ბოლო თხოვნა იყო ეს მისი და მე ვერ მოვახერხე მასთან შეხვედრა. 

ვერც დედას ჩავეხუტე ბოლო დღეს, იმიტომ, რომ ეჩქარებოდა ჩემს მეგობრებს, ჩავუარეთ ჩვეულებრივად მშობლიურ სახლს ვეძისში, ვიფიქრე, რომ მეორე დღეს მივიდოდი და ჩავეხუტებოდი. ზუსტად ასე გადავწყვიტე ჩემ დაზეც და ვერც ჩავეხუტე.

ჩემს დაზე ბევრჯერ ვყოფილვარ ძალიან გაბრაზებული, მაგრამ ყოველთვის მესმოდა მისი. მე ვიცი რა არის სულის ტკივილი, აუტანელი სულის ტკივილი.

ჩემი ერთი დისშვილი არის სპეციალური საჭიროების მქონე“, - ამბობს ანი გიუნტერი.  

ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „3 მეტრიანი გიგანტი, ერთმანეთს მენტალურად ვესაუბრებოდით, ხმა არ იყო“ - მიხეილ ცაგარელი უცხოპლანეტელებთან შეხვედრას იხსენებს

🎥 „მწამს უფლის, მაგრამ ნუ აურევთ მას იესოსთან...ყველაზე მორწმუნე ვარ, ოღონდ ჩემი გზა განსხვავდება“ - რას ამბობს მიხეილ ცაგარელი რწმენაზე

🎥 „ვეფხვი განდობილების ფორმა იყო და შოთაც ერთ-ერთი მათგანი იყო, კარგად იცოდნენ ენერგიების მნიშვნელობა, შეეძლოთ ადამიანის მესამე თვალზე ზეგავლენა“ - მიხეილ ცაგარელი

✕