Digest Logo

„ინტელექტ დაქვეითებულებო და ლეშიჭამია სატანისტებო, გუგლს მაინც ჩახედეთ. მსოფლიოში უამრავი ქვეყანაა რისკის ზონაში!“ - ლალი მოროშკინა

1691173227
ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა კურორტ შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც ამ რთულ სიტუაციაში მთავრობას აქილიკებს.

„მსოფლიოში უამრავი ქვეყანაა რისკის ზონაში!!!!

მიუხედავად ანტირეიტინგისა, ამ ქვეყნებში არასოდეს გაჩერებულა ტურიზმი და ამ ქვეყნების ოპოზიციას არ დაუდანაშაულებია მთავრობა!!!

ინტელექტ დაქვეითებულებო და ლეშიჭამია სატანისტებო, გუგლს მაინც ჩახედეთ, აბა ბიბლიაზე თქვენ ხელი არ მიგიწვდებათ!

გაეროს მონაცემებით, ბოლო 50 წლის განმავლობაში სტიქიამ 2მილიონი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა!

გერმანული "Der Spiegel"-ის გამოქვეყნებული საშიში ქვეყნების რეიტინგია:

იაპონია,
ვანუატუ და ტონგა,
ფილიპინები,
მთელი ცენტრალური ამერიკა,
აფრიკა,
სირია,
თითქმის ყველა პატარა თუ დიდი კუნძული,
ინდოეთი,
მექსიკა,
თურქეთი,
ეგვიპტე,
ინდონეზია.

მიუხედავად ყველაფრისა, საქართველო არ შედის ამ სიაში ,თუ მავნე მეხუთე კოლონა არ შეიყვანს, ზღვარგადასული სიძულვილით.

ჩვენ კი, ვილოცოთ დაკარგულების გადასარჩენად და მხნეობა ვუსურვოთ მაშველებს!“,- წერს მოროშკინა.

სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა. ამ დროისთვის, რაჭაში, სტიქიის ზონაში 11 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. სტიქიის ზონაში ამ მომენტისთვის 20-ზე მეტ დაკარგულ ადამიანს ეძებენ.

სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება - დაკარგულ მოქალაქეებს, მაშველებთან ერთად, ეძებენ მოხალისეები, ასევე, მათი ახლობლები და ნათესავები.

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 „ისეთ დაბალი დონის ხალხში ვცხოვრობთ, ვერ გაიაზრეს, რატომ ...“ - დომენიკ მანგომ „ვეფხისტყაოსნის“ წიგნი ჯერ დახია და შემდეგ დაწვა

🎥 „მწერენ, რატომ არ ვარ შოვში, თუ სარგებელს არ მოვიტან რა მინდა იქ?“ - გიორგი სუხიტაშვილი ვიდეო მიმართვას ავრცელებს

🔵 „სუპერ პუმა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა ახლა შოვში, ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს“ - მიხეილ სააკაშვილი