
რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე სხვადასხვა სახის შეზღუდვაა დაწესებული.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შეზღუდვა მოქმედებს გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზეც.
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზაზე, დროებით იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ვასაჯაროებთ დაზარალებული ქალის გამოკითხვის ოქმს“ - სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადება
🎥 „ჩვენ ოჯახში ძაღლიც კი მღერის...“ - რას ჰყვება მუსიკოსი, ზურა დათიკაშვილი?