მომღერალი ანი კეკუა გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა, სადაც სხვადასხვა თემაზე საინტერესოდ ისაუბრა.
წამყვანის შეკითხვას: იპოვეთ ისეთივე სიყვარული, როგორიც თქვენს მშობლებს ჰქონდათ? - მან ასეთი პასუხი გასცა:
„არა არ მიპოვია. დედაჩემი ბერძენი იყო. დედაჩემს და მამაჩემს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდათ და ნამდვილად დიდ სიყვარულში ვარ გაზრდილი. ჩვენთან იკრიბებოდნენ სხვადასხვა ქალაქებიდან და პოზიტიურად ვატარებდით დროს. ხმის აწევაც არ მახსოვს მათ ურთიერთობაში. დაოჯახებული ვიყავი, ახლა არ ვარ შეყვარებული. მაგიტომ მოვყევი, რომ მსგავსი ურთიერთობა ვერ ვნახე. მაქვს ნანახი მამაჩემი, ხელით როგორ ატარებდა დედაჩემს“, - ჰყვება ანი კეკუა.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „დილის რვა საათზე გვიწევდა სიმღერა...“ - რას ჰყვება ანი კეკუა?
⭕„შეუდარებელი და ულამაზესი ხარ...“ - მარიამ სანოგო უახლეს კადრებს გვიზიარებს
⭕„სიშხვართე და სილამაზე...“ - ალექსანდრა პაიჭაძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს