
მსახიობი ია სუხიტაშვილი, რომელიც ცოტა ხნის წინ ვენეციის კინოფესტივალზე იმყოფებოდა გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში შთაბეჭდილებებსა და სამომავლო გეგმებზე მაყურებელს ინფორმაციას უზიარებს.
სუხიტაშვილის თქმით, მისმა ჩაცმულობამ საზოგადოების კრიტიკა დაიმსახურა, თუმცა თვლის რომ კარგად გამოიყურებოდა.
„თურმე ძალიან ფრთხილად უნდა იყო ნატვრებთან. მაშინ არ ვიყავით მთავარ სიაში და იმდენად მოვიხიბლე ამ ყველაფრით მახსოვს ვთქვი, რომ აუცილებლად დავბრუნდებოდი. ვიცი, რომ ჩვენთან ძალიან დიდი კრიტიკა გამოიწვია ჩემმა კაბამ. იქ არავის უკვირს ღია კაბა. მე კომფორტულად ვიყავი და ვთვლი, რომ ძალიან მიხდებოდა“, - აღნიშნა ია სუხიტაშვილმა.
შეგახსენებთ, დეა კულუმბეგაშვილის კინოფილმმა „აპრილი“, სადაც ია სუხიტაშვილი მთავარ როლს ასრულებს, ვენეციის კინოფესტივალზე ჟიურის საპატიო ჯილდო დაიმსახურა.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕კახა კალაძე: ვერცერთი პროექტი ვერ განხორციელდება, თუ ქვეყანაში მშვიდობა არ გვექნება