Digest Logo

„იქნებ გამოგვივიდეს და კვარა ინგლისის ნაკრებისთვის ვითხოვოთ“ - გარი ლინეკერი

1778247540
გარი ლინეკერი

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა გარი ლინეკერმა სინანული გამოთქვა იმის გამო, რომ ხვიჩა კვარაცხელია მოახლოებულ მსოფლიო ჩემპიონატზე არ იქნება. „ბარსელონას“ ექს-ფორვარდმა ხუმრობით ისიც თქვა, რომ ქართველი ვინგერი 1 თვით ინგლისის ეროვნულმა გუნდმა უნდა ინათხოვროს.

„კვარაცხელია არის ის ფეხბურთელი, ვისი თამაშის ყურებითაც ტკბები. სამწუხაროა, რომ ის არ იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე, რადგან საქართველომ ტურნირზე მოხვედრა ვერ შეძლო. როგორ ფიქრობთ, იქნებ გამოგვივიდეს და ვითხოვოთ ხვიჩა, სულ რაღაც 1 თვით. გვინდა, რომ მუნდიალზე საუკეთესო ფეხბურთელი ვიხილოთ. სათამაშო დროსაც აუცილებლად მივცემდით. ვფიქრობ, ჩვენი ნაკრების შემადგენლობაში „პარის სენ-ჟერმენის“ შემტევი უპრობლემოდ მოხვდებოდა“, - განაცხადა ინგლისელმა ვეტერანმა.

შეგახსენებთ, „პსჟ“ ქართველ ვინგერთან ერთად, ევროპის მთავარი საკლუბო ტურნირის ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„დღეს ბარაქა მოდის მათთან, ვინც ღიაა სიახლეებისთვის, აფასებს მეგობრობას და არ ეშინია იყოს განსხვავებული“ - 8 მაისის კოსმოსური ამბები

⭕რით მოხიბლეს ერთმანეთი ბუბა ჭოღოშვილმა და თინათინ წულაძემ? - ცნობილი წყვილის სიყვარულის ისტორია

🎥 „გეგმაში მქონდა, სხვისთვის გამეცნო“ - როგორ გაიცნო თინათინ წულაძემ და ბუბა ჭოღოშვილმა ერთმანეთი? წყვილი პირადზე საჯაროდ ალაპარაკდა

წყარო: lagazzetta.ge