Digest Logo

„იქნება და გაუმართლოს რომელიმეს და იჩუქოს ვინმემ“ - მზია შარაშიძე 12 ლეკვს აჩუქებს

1723531599
ძაღლები

თბილისის ზოოპარკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი მზია შარაშიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

იგი 12 ლეკვს აჩუქებს - ეძებს მზრუნველ პატრონს მათთვის.  

„ახლა მისმინეთ:

აგარაკზე, სახლის წინ, გამხდარი ძაღლი მოგვეკედლა, ძუძუებიანი. მეთქი ალბათ ლეკვები ჰყავდა და დაუძლურდა. ვაჭმევდით რამდენიმე დღე და იფიქრა, კაი ხალხი ყოფილა ესაო და წავიდა და მოიყვანა სამი ლეკვი. მერე კიდევ სამი. მერე კიდევ სამი. ბოლო გუშინ გამოვჩხრიკეთ სადღაციდან, გაჭედილი იყო და წიოდა. სულ თორმეტია - მაგელანი, კოლუმბი, კუკი, ბალერინა, ბალერონი, ელჩი, წივა, კივა, კბილა, ჩემიკო, სოსო და სისი.

დავწერდი ახლა გულის ამაჩუყებელ რამეებს, თუ როგორი საყვარლები არიან, როგორი ღუნღლები, ფუმფლები და ბაცანცარები, როგორ თამაშობენ და კოტრიალობენ და როგორ უხარიათ სიცოცხლე, მაგრამ ისეთი მაჩუყარა არაფერი ვიცი, 12 ლეკვის გაჩუქებაში დამეხმაროს.

ეს დედა გერმანულ ნაგაზს ჰგავს, მაგრამ ისეა დაბეჩავებული, თავს ვერ დავდებ. თან ყურები აქვს დაჭრილი. რატომ, არ ვიცი. რას გაუგებ ამ ადამიანებს.

ძალიან მეცოდებიან ასე. ან მანქანა გაჭყლეტს ბოლოს ან ვინმე დაგლეჯს ან თავად დაიხოცებიან. არადა, ისეთი კარგები არიან... მე თვითონ, როგორც მეტისის პატრონი, გეტყვით, რომ სულაც არაა აუცილებელი, ძაღლი ჯიშიანი იყოს და ჩინ-მენდლებიანი. ამ, შეფარებულმა ძაღლებმა, სასწაული სიყვარული და ერთგულება იციან და ოჯახის დიდი მეგობრები ხდებიან.

იქნება და გაუმართლოს რომელიმეს და იჩუქოს ვინმემ“, - წერს მზია შარაშენიძე. 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ყველაზე ლამაზი“ - თათია თექთურმანიძე ახალ ფოტოებს აქვეყნებს

⭕„უმაღლესი ჯილდოები, რასაც სახელმწიფო გასცემს ჩვენს მიმართ არის ძალიან მაგარი და მადლობა თითოეულ მათგანს ამ ყველაფრისთვის“ - გენო პეტრიაშვილი

⭕ ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი და გივი მაჭარაშვილი პარიზის ოლიმპიური თამაშებიდან დაბრუნდნენ