
ტელეწამყვანი და მუსიკოსი გია ბაღაშვილი, სტუმრად გადაცემაში „იმედის დღე“ იმყოფებოდა, სადაც ბოლო პერიოდში მიღწეულ წარმატებაზე ისაუბრა და ასევე წამოწყებაზე, რომელსაც ტელეკომპანია „იმედთან“ ერთად სულ მალე შემოგვთავაზებს. მან ცოტა ხნის წინ „იუთუბისგან“ საჩუქრად „ვერცხლის ღილაკი“ მიიღო:
„ჩვენ ყველანი ერთად ვართ „ოქროს ღილაკის“ მფლობელები, ტელეკომპანია „იმედს“ ვგულისხმობ. ჩემ იუთუბის არხზე თავსდება ყველა კონტენტი, სადაც მე ვარ ჩართული. ასევე არის განთავსებული ჩემი ლექციები ფოლკლორის მიმართულებით. ეს „ვერცხლის ღილაკი“ არ არის საოცრება ქართული საზოგადოებისთვის რადგან უამრავი ადამიანია უკვე მფლობელი.
სულ მალე ოქტომბრის თვეში, ტელეკომპანია „იმედთან“ ერთად ვიწყებთ გადაცემას იუთუბის არხზე, მხოლოდ „იუთუბიზე“ გავა აღნიშნული გადაცემა. იქნება ქართულ ხალხურ მუსიკაზე. იქ უფრო დემოკრატიულად და ფართო საზოგადოებისთვის იქნება განკუთვნილი. მინდა, მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდო მსოფლიოს ქართულ კულტურასა და ტრადიციებზე. ეს განთავსდება როგორც ტელეკომპანიის არხზე, ასევე ჩემ საკუთარ არხზე“, - ამბობს გია ბაღაშვილი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 4 პროდუქტი, რომელიც სახლში არ უნდა გვქონდეს! - რას გვირჩევს კვების სპეციალისტი
⭕„3-დღიანი უამინდობა გველოდება...“ - ამინდის პროგნოზი კობა ფარტენაძესგან