Digest Logo

„ის ადამიანები, ვინც ეკლესიას ებრძოდნენ, თავისი პირით ამბობდნენ, თურმე იმ პატარა მონაკვეთში 300 ათასი კაცი ეტევა, არათუ 100 ათასი“ - მამა შალვა კეკელია

1715515688
მამა შალვა კეკელია

„ჩემთვის ვფიქრობდი, რამდენი თეორია მოგვისმენია 100 ათას მოწამესთან დაკავშირებით რომ თურმე იმ ადგილზე 100 ათასი კაცი ვერ დაეტევა, ასე ამბობდნენ ხოლმე ის არხები, რომლებიც ეკლესიას ანადგურებდნენ“, - ამის შესახებ მამა შალვა კეკელიამ ქადაგებისას ისაუბრა.

როგორც მამა შალვამ აღნიშნა, ის ადამიანები, რომლებიც მუდმივად აპელირებდნენ 100 ათასი მოწამის დღესთან დაკავშირებით, რომ შეუძლებელი იყო მოცემულ ადგილზე მსგავსი რაოდენობის შეკრება, გუშინ, ის ადამიანები, ვინც სულ ეკლესიას ებრძოდნენ, თავისი პირით ამბობდნენ, რომ თურმე იმ პატარა მონაკვეთში 300 ათასი კაცი ეტევა, არათუ 100 ათასი კაცი და მთელი თბილისი იქ იყო.

„როცა 100 ათასი მოწამის ხსენების დღეს აღვნიშნავთ, სულ ასეთ რამეს ამბობდნენ ხოლმე, რომ მაგ ადგილზე 100 ათასი კაცი როგორ დაეტეოდაო, გამორიცხულიაო. თბილისში 100 ათასი კაცი არ ცხოვრობდაო. ისტორიაში წერია, რომ მთელი საქართველოდან შემოკრიბეს ხალხი და აწამეს. და გუშინ ამბობდნენ, რომ 300 ათასი კაცი იდგაო. დღეს, მაღალი შენობები დგას, სახლები დგას, ქუჩები დაკეტილია, მაშინ იყო გაშლილი მოედანი და ამ გაშლილ მოედანზე თურმე 100 ათასი კაცი ვერ დაეტეოდა მაშინ. წარმოიდგინეთ, ღმერთი როგორი მოწყალეა რომ თავიანთი თვალით დაანახა ეს ყველაფერი და ალაპარაკა კიდეც ამაზე. რასაც მთელი ცხოვრება უარყოფდნენ და დაგვცინოდნენ 100 ათას მოწამეზე, გუშინ ის ადამიანები, ვინც სულ ეკლესიას ებრძოდნენ, თავისი პირით ამბობდნენ, რომ თურმე იმ პატარა მონაკვეთში 300 ათასი კაცი ეტევა, არათუ 100 ათასი კაცი და მთელი თბილისი იქ იყო, ამას ამბობდნენ“, - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

ასევე დაგაინტერესებთ:

გარდაცვლილი შვილი, რეპრესირებული მამა და 82 წლის ასაკში აღებული დიპლომი - ყველაფერი იმედა კახიანის შესახებ

🎥 მსახიობ იმედა კახიანს 87 წელი შეუსრულდა - „არც მეგონა რომ ამ ასაკს მივაღწევდი“

„ფარულად ხდებოდა სხვადასხვა პირთან ინტიმური კავშირის უკანონო ჩაწერა“ - პროკურატურამ უჩა აბაშიძესა და მის მეუღლეს ბრალდება წარუდგინა