
ყველასათვის საყვარელი „პა-სეანსის“ წამყვანი და იუმორისტი ლევან ლელაშვილი სტუმრად გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“ იმყოფებოდა.
წამყვანის მიერ დასმულ კითხვას: თვლით, რომ 90-იან წლებში მოპოვებული დიდება თქვენთვის, როგორც მსახიობისთვის, აღარ დაბრუნება? - ასე უპასუხა:
„აღარ დაბრუნდება, რა თქმა უნდა რაც იყო ის პერიოდი აღარ განმეორდება. რაც შეეხება სხვა გადაცემებს, რომლებიც შემდგომში გამოვიდა მე ვერ შევაფასებ, მაყურებელმა უნდა გადაწყვიტოს. პირადად მე არ მაქვს შეჯიბრების დამოკიდებულება. ყველამ თავისი კვალი დატოვა, რაღაც იწყება, რაღაც მთავრდება. მოთხოვნა მაყურებლის იყო ახლის გაკეთება, რადგან „საბჭოთა კავშირი“ დავტოვეთ. ასე რომ განცდა მქონდა რომ ახლის სათავეში ვიყავი. როგორც ნებისმიერი დიდი რაღაც იყო ის აღარ განმეორდება. მაგრამ განცდა მაქვს რომ ლეგენდა დავტოვე. დღეს მაგალითად ტაქსით მოვედი და მძღოლმა მითხრა თქვენ გადაცემებზე გავიზარდეო“, - ჰყვება ლევან ლელაშვილი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ლექტორებიც ამ სახელს მეძახდნენ...“ - როგორ შეერქვა ლევან ლელაშვილს „კიჭა“?
⭕ ნიცა თავაძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ უთბილეს ფოტოს აქვეყნებს