Digest Logo

„ის, რასაც ჩვენ სიცოცხლეს ვუწოდებთ, სინამდვილეში სხვა რამეა...“ - მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგება

1734595721
მამა თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი მამა თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში. მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

ამჯერად „დაიჯესტი“ გთავაზობთ მამა თეოდორე გიგნაძის მორიგ საინტერესო ქადაგებას, სადაც იგი ადამიანის გარდაცვალებაზე საუბრობს:

„ბიოლოგიური სიკვდილის დავიწყება უბრალოდ სისულელეა,
იმიტომ, რომ მან არ იცის - არც ახალგაზრდა, არც ჯანმრთელობა, არც შენს მიწიერ გეგმებს უყურებს,
ჩვენ არც ის ვიცით ამ საღამოს ცოცხლები ვიქნებით თუ არა...
ამიტომ, არ ღირს არცერთი წამის დაკარგვა,
ამიტომ გამოსაყენებლად ძალიან ძვირფასია თითოეული წამი.
ის, რომ სიკვდილის ხსოვნა მქონდეს, კარგი გაგებით,
რომ ყოველი წამი გამოვიყენო ღვთის დიდებისა და ღვთის ძიებისათვის,
ამისათვის რომ მქონდეს სიკვდილის ხსოვნა,
ესეც კი მიჭირს,
თუმცა კი ვიცი, რომ მე მოვკვდები,
არაფერი არ შველის ადამიანს,
ადამიანს ძალიან უჭირს სიკვდილის ხსოვნის დატევნა,
იმიტომ, რომ ჩვენში იმდენად ძლიერი პოტენციაა სიცოცხლისა,
იმიტომ, რომ ჩვენ მარადისობას ვატარებთ,
ურწმუნო ადამიანშიც კი იმდენად ძლიერია სიცოცხლის ეს რეალისტური განცდა, რომ ადამიანი ომში რომაა და მის გვერდზე რომ ადამიანი მოკვდება, თვითონ მაინც ვერ განიცდის ბოლომდე სიკვდილის რეალობას,
ეს ადამიანის მარადისობის ერთ-ერთი მაჩვენებელი შეიძლება იყოს,
მაგრამ ჩვენ უნდა ვაიძულოთ ჩვენი თავი, რომ არ დაგვავიწყდეს - კი ვატარებთ მარადისობას, მაგრამ ჩვენში არსებული მარადისობა არ ნიშნავს, რომ ჩვენ ბიოლოგიურად უკვდავნი ვართ,
აუცილებლად მოვკვდებით,
და ის, რასაც ჩვენ სიცოცხლეს ვუწოდებთ, სინამდვილეში სხვა რამეა“, - მამა თეოდორე გიგნაძე.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ მთაში თოვლი, ზოგან ძლიერი და ქარბუქი – როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

⭕ „აღარ გვყავს ჩვენი მარიამი, ჩვენი ყველაფერი, ჩემი ანგელოზი, 24 წლის ასაკში წავიდა ამ ქვეყნიდან“ - ტრაგედია ვანო მაჭავარიანის ოჯახში

⭕ ნახეთ ლოცვა, რომელიც ყველამ უნდა წაიკითხოს ნიკოლოზობას