ნიკოლოზობა წელიწადში ორჯერ აღინიშნება. 19 დეკემბერს წმიდა ნიკოლოზის ხსენების, 22 მაისს კი მისი წმიდა ნაწილების მირონიდან ბარში გადასვენების დღეა. წმიდა ნიკოლოზის ცხოვრება სასწაულებითაა აღსავსე.
ქართველ ხალხში წმიდა ნიკოლოზი დიდი სიყვარულითა და პატივისცემით სარგებლობს. საქართველოში მის სახელზე აგებულია მრავალი ტაძარი.
წმინდა ნიკოლოზი ბერძნული წარმოშობის ადრექრისტიანული პერიოდის ეპისკოპოსი იყო ზღვისპირა ქალაქ მირადან (მცირე აზია, რომის იმპერია) (ძვ. ბერძნ. Μύρα; დღევანდელი დემრე, თურქეთი). მის შემწეობასთან დაკავშირებული სასწაულების გამო ასევე მოიხსენიება, როგორც ნიკოლოზ საკვირველთმოქმედი. ევროპის სხვადასხვა ქვეყანასა და ქალაქში ითვლება მეზღვაურების, ვაჭრების, მონანიე ქურდების, ბავშვების, ლუდის მხარშველების, მევახშეების, დაუქორწინებლებისა და მოსწავლეების მფარველ წმინდანად. ხოლო მის მიერ საჩუქრების გაცემის ჩვევასთან დაკავშირებული ლეგენდები (მშობლების გარდაცვალების შემდეგ, ოჯახის სიმდიდრე გლახაკებს დაურიგა და მერეც, მთელი შემდგომი ცხოვრება, მუდამ სხვებს ეხმარებოდა და გასცემდა საჩუქრებს) საფუძვლად დაედო სანტა კლაუსის დღევანდელ ვერსიას.
წმინდა მღვდელმთავარ ნიკოლოზის ტროპარი:
„კანონად სარწმუნოებისა და ხატად სიმშვიდისა, და მოძღვრად მარხვისა გყო შენ ქრისტემან, სამწყსოსა შენისათვის ჭეშმარიტებით, ამისთვისცა მოიგე სიმდაბლითა სიმაღლე და სიგლახაკითა სიმდიდრე, წმიდაო მღვდელთმთავარო ნიკოლოზ, ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათვის“.
კონდაკი:
„მირონით გამო, წმიდაო, მსხვერპლის შემწირველად გამოსჩნდი, რამე თუ შენ ქრისტეს სახიერებაჲ აღასრულე, და დასდევ სული შენი ერისა მისთვის შენისა, და იხსენ უბრალონი სიკვდილისაგან, ამისთვისცა წმინდა იქმენ შენ, დიდი მესაიდუმლე მადლისა ღმრთისა“.
ასევე დაგაინტერესებთ: