Digest Logo

🎥 „ის რომ სამი უნივერსიტეტი დავამთავრე და რეგალიები მაქვს, ამიტომ უნდა მცე პატივი? ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელიც უღირსად იქცევა და განათლება აქვს“ - რას ჰყვება გია ჯაჯანიძე

1765806353
გია ჯაჯანიძე

ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე საზოგადოებამ წლების წინ გაიცნო და ძალიან შეიყვარა.

როგორც წესი, შეკითხვებს ყოველთვის სხვას უსვამს, მაგრამ იშვიათად თავადაც ხდება რესპონდენტი. იგი „ირინას ეპიზოდის“ სტუმარი იყო, სადაც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენა. 

გარდა ამისა, ტელეწამყვანმა სხვადასხვა საკითხზე საკუთარი შეხედულებები გაგვაცნო:

„ადამიანები ტრაბახობენ ხოლმე: მე სამი დიპლომი მაქვს, აქ ვსწავლობდი, იქ ვსწავლობდი. მე ეს არ მჭირდება, არასდროს მითქვამს ეს დავამთავრე, დავიცავი დისერტაცია, ამერიკის ხელოვნების ინსტიტუტის 8 მეცნიერებამ აღიარა ჩემი ფენომენი. ამას პირველად ვამბობ. რომ ვთქვი რა შეიცვალა? ვარსკვლავები დამეხატა შუბლზე? არაფერი არ ცვლის, რა განათლებაც გინდა მიიღე, როგორი პროფესიონალიც გინდა იყავი, თუ არ ხარ ადამიანი, არაფერი გიშველის! ჩემთვის მთავარი პროფესია არის ადამიანი! როცა ადამიანი გიყვარს, ყველაფერი გამოგდის. ძალიან მიყვარს ადამიანები, არ არსებობს უინტერესო ადამიანი ჩემთვის. 

მე არ ვმალავ ჩემს განათლებას, უბრალოდ აფიშირებას არ ვუკეთებ. ის რომ სამი უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული და რეგალიები მაქვს, ამიტომ უნდა მცე პატივი? არა, ადამიანი რომ ვარ ამიტომ მეცი პატივი. 

13 წლის ვიყავი, როდესაც მუშაობა დავიწყე. ვჭედდი ყუთებს, ლიმონათის, ხის ყუთები იყო მაშინ. 15 წლის ვიყავი ჭიათურის თეატრში რომ მომცეს მთავარი როლი. წამოვედი თბილისში, უკვე რომ უნდა ჩავაბარო და აუცილებლად უნდა ვისწავლო, გავაკეთო რაღაც და სანამ თეატრალურში ჩავაბარებდი სწავლა დავიწყე საბუღალტრო სკოლაში. მანამდე ვსწავლობდი გალესვას და კაფელის დაგებას. მთელი ცხოვრება ვსწავლობ. ცნობილობა არ მინდოდა, არ ვიცოდი რა იყო. მჯერა, ღმერთს ეკიდა ხელი და მივყავდი, ვსწავლობდი, ძალიან მიყვარს. ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, რომელიც უღირსად იქცევა და განათლება აქვს, ამიტომ ადამიანური განათლება თუ გაქვს (კოსმოსური) მაშინ ხარ ძლიერი. 

იცით რატომ მიმართლებს? დაუჯერებელ ამბავს გეტყვით. ყველა მახსოვს, ვინც ლუკმა მომაწოდა როცა მიჭირდა. ყველას მადლობას ვუხდი ხოლმე. წარმოიდგინეთ, იმ პერიოდში, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა, ზანდა იოსელიანის ოჯახში მივიდოდი, მაჭმევდა და ვიყავი ბედნიერი. 

იცი რამდენი ნიჭიერი ადამიანია? ძალიან მინდა, რომ დაწესებულება შევქმნა, სადაც ამ ნიჭიერ ადამიანებს შევიყვან. არის, რომ ბევრს არ უმართლებს, არადა განათლებულები არიან, ჩემზე ახალგაზრდები, სიმპათიურები, ჩემზე მაგრები, მაგრამ მაინც მე ვარ წინ. სამყარო გირჩევს, ოღონდ სამყაროს შენ უგზავნი შენს დამოკიდებულებას, რა ადამიანი ხარ. ჭკუა დამაყოლა ღმერთმა“, - ამბობს გია ჯაჯანიძე.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„რატომ დაეღუპა დედას შვილი? რატომ ავადდება ბავშვი, რომელსაც არაფერი დაუშავებია? ამპარტავნებაა, როცა ვცდილობთ, ღვთიური ნება განვსაჯოთ“ - თეო ხაბულიანი

🎥 „მანდარინი, ბროწეული, ლიმონი, სანთელი და 2 ფიგურა მაგიდაზე...“ - როგორ შევხვდეთ 2026 წელს, რიტუალი მიხეილ ცაგარელისგან!

⭕„ვისწავლე თაღლით და ბოროტ ადამიანებთან ცხოვრება... როგორც სარეველა არ გამოილევა დედამიწაზე, ისე ბოროტი არ დაილევა“ - რას წერს გია ჯაჯანიძე