
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ინსტიტუტის თავმჯდომარე და საერთაშორისო ჯანდაცვის აღიარებული ექსპერტი, WHO-ს ექსპერტი, Relief International-ის მმართველი საბჭოს დირექტორი და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილი მრჩეველი პროფესორი გიორგი ფხაკაძე, რომელსაც აქვს 25 წელზე მეტი გამოცდილება ჯანდაცვის სექტორში, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე, სოციალურ ქსელში საზოგადოებას პერიოდულად უზიარებს სასარგებლო რჩევებს.
ამჯერად იგი ახალ პოსტს აქვეყნებს, სადაც კიბოს შესახებ წერს.
„ახალი მონაცემები Pan-Cancer პროექტიდან, რომელშიც მონაწილეობდა 37 ქვეყნის 1300-ზე მეტი მკვლევარი, ცხადყოფს:
კიბოს გამომწვევი გენეტიკური მუტაციების თითქმის მეხუთედი – დაახლოებით 22% – წარმოიშობა ადრეულ ასაკში, ზოგჯერ ბავშვობის პერიოდშიც კი.
ეს ნიშნავს, რომ კიბოს განვითარება შესაძლოა ათწლეულებით ადრე დაიწყოს, ვიდრე სიმპტომები გამოჩნდება.
რას ნიშნავს ეს?
• კიბო ხშირად აღიქმება, როგორც მოზრდილობის ან სიბერის ასაკის დაავადება, მაგრამ კვლევა აჩვენებს, რომ მის საფუძველში შესაძლოა იდოს ბავშვობაში დაგროვილი მუტაციები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ჩუმად ვითარდება
• გარემო ფაქტორები, ცხოვრების სტილი, მემკვიდრეობითი ნიშნები – ყველაფერი გავლენას ახდენს მუტაციების დაგროვებაზე
• ზოგ მუტაციას ორგანიზმი ახერხებს განეიტრალებას, მაგრამ კრიტიკულ ბიოლოგიურ მომენტში – მაგალითად, ჰორმონალური ცვლილებისას – შეიძლება პროცესები გააქტიურდეს და გამოიწვიოს სიმსივნე
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი საქართველოშიც?
საქართველოში ჯერ კიდევ არ გვაქვს ფართომასშტაბიანი გენომური სკრინინგი, მაგრამ:
• ქვეყანაში თვალსაჩინოა სასქესო ორგანოების, ფილტვის, ნაწლავისა და ძუძუს კიბოს ზრდის ტენდენცია
• პრევენციული კვლევები (მაგ. პაპ-ტესტი, მამოგრაფია, კოლონოსკოპია) ჯერ კიდევ არ არის ხელმისაწვდომი მთელი მოსახლეობისთვის
• მშობლები ხშირად ვერ აცნობიერებენ, რომ ბავშვის კვება, ჰორმონალური ჯანმრთელობა, წონა და გარემო პირობები დიდი როლს თამაშობს მომავალში
როგორ შეიძლება ვიმოქმედოთ?
საკვების ხარისხი ბავშვობიდანვე – ნაკლები ქიმიური დანამატები, ნაკლები პლასტიკატები, ბუნებრივი საკვები
გარემოს კონტროლი – მძიმე მეტალები, ტყვია, დაბინძურებული წყალი და ჰაერი მნიშვნელოვან რისკს ქმნის
მოძრაობა და ჯანმრთელი წონა ბავშვობიდანვე – სიმსუქნე ერთ-ერთი მთავარი პროდივაინტი ფაქტორია
მემკვიდრეობითი რისკის შეფასება – ოჯახის წევრებში არსებული სიმსივნის ისტორია უნდა გახდეს გამაფრთხილებელი სიგნალი
პროფესორ გიორგი ფხაკაძის კომენტარი:
„ეს კვლევა მკაფიო გზავნილია: კიბოს არ ვიწყებთ 40 ან 50 წლის ასაკში – ის შესაძლოა ჩუმად ვითარდებოდეს ბავშვობიდან. ეს არ ნიშნავს შიშს, არამედ – გონივრულ პრევენციას. ჯანმრთელობა ყალიბდება ადრეულ ასაკში და მასზე ზრუნვა უნდა დაიწყოს ბავშვების კვებიდან, განათლებიდან და გარემოზე ყურადღებით.“ " - აღნიშნულია ინფორმაციაში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕შორენა ბეგაშვილმა იმიჯი შეიცვალა - ფოტოები
⭕„ასეთი მეორეც მეყოლება მალე“ - რა ფოტოს აქვეყნებს ნანუკა გულუა