მსახიობი ნანული სარაჯიშვილი სტუმრად გადაცემაში „ნოესთან“ იმყოფებოდა, სადაც გაიხსენა ისტორია როგორ დაამტკიცეს როლზე „მანანა“.
როგორც ნანული სარაჯიშვილი ამბობს, მისი აღმოჩენა სრულიად შემთხვევით, სუფრაზე მოხდა:
„სრულიად შემთხვევით გადაწყდა ქართულ სუფრაზე, რომ „მანანას“ როლი უნდა მეთამაშა. იძახდნენ, რომ ბევრი ბავშვი ნახეს, თუმცა ის ვერ დაიჭირეს, რაც უნდოდათ მათში. ერთ-ერთ ქეიფში ვარ დედაჩემთან და მამაჩემთან ერთად, ბატონი რეზოც ბრძანდებოდა იმ ოჯახში. ჰოდა შემამჩნია, იქ ვიმღერე კიდეც და ვიცეკვე. ასე უთქვამს ბატონ რეზოს, იქ ბავშვი ვნახე ლამაზი არ არის თუმცა, ცოცხალი ბავშვიაო და გასინჯეთო. ამ დროს ჩემი და გადაღებული იყო „საბუდარელ ჭაბუკში“.
რომ დარეკეს ეგონათ ჩემი და და ის წაიყვანეს. მეორედ დარეკეს და არც ჩათვალეს საჭიროდ რომ წავეყვანე, რადგან არაფერი ვიცოდი. წამიყვანეს და ირგვლივ ისხდნენ ულამაზესი ბავშვები. მე ჰო ვიცი რომ ლამაზი არ ვარ. ჰოდა ასე ამარჩიეს კასტინგზე. არ ველოდით როლზე დამტკიცებას. ისე იმოქმედა ჩემზე, სიცხემ ამიწია იმ საღამოს. უბედნიერესი ვიყავი“, - ამბობს ნანული სარაჯიშვილი.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕ „კარმა, რომელსაც თითოეული ზოდიაქოს ნიშანი გადის“ - თამუნა იოსელიანის პროგნოზი
⭕„ყველაზე დიდი პროგრესია, რაც კი სპორტდარბაზში მივაღწიე...“ - რა კადრებს აქვეყნებს ნუცა ბუზალაძე