სიყვარულის ჰოროსკოპი — ახალი ეტაპი ურთიერთობებში. ზოდიაქოს თითოეული ნიშნის დახასიათება:
♈ ვერძი – დროა, ძველი წყენა წარსულში დატოვოთ. გულწრფელი ნაბიჯი სიყვარულს ახალ მიმართულებას მისცემს.
♉ კურო – ვარსკვლავები სტაბილურ ურთიერთობებს აძლიერებენ. მარტოხელებისთვის კი ნელა, მაგრამ საინტერესო ნაცნობობა იკვეთება.
♊ ტყუპები – მოულოდნელმა შეტყობინებამ ან შეხვედრამ შეიძლება დღის გეგმები მთლიანად შეცვალოს.
♋ კირჩხიბი – ემოციები თქვენს სასარგებლოდ მუშაობს. თქვით ის, რასაც დიდი ხანია გულში ინახავთ.
♌ ლომი – ყურადღების ცენტრში აღმოჩნდებით. შესაძლოა სწორედ ახლა დაიწყოს ისტორია, რომელსაც არ ელოდით.
♍ ქალწული – ყველაფრის გაანალიზების ნაცვლად, საკუთარ გრძნობებს ენდეთ. სიყვარული ყოველთვის ლოგიკას არ ემორჩილება.
♎ სასწორი – წარსულის კარი საბოლოოდ იხურება. წინ ახალი შესაძლებლობაა, რომელიც თავდაჯერებას მოგიტანთ.
♏ მორიელი – ძლიერი ვნება და ძლიერი ემოციები. ეცადეთ, გულწრფელობამ ეჭვიანობა დაჩრდილოს.
♐ მშვილდოსანი – მოგზაურობა, ახალი გარემო ან შემთხვევითი შეხვედრა შეიძლება რომანტიკის დასაწყისი გახდეს.
♑ თხის რქა – ნდობა ამ დღეებში ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვაა. მცირე ყურადღება ურთიერთობას გააძლიერებს.
♒ მერწყული – მოულოდნელი გადაწყვეტილებები სიყვარულშიც ახალ კარს გაგიღებთ. არ შეგეშინდეთ ცვლილებების.
♓ თევზები – რომანტიკული პერიოდი იწყება. ინტუიცია სწორ გზას გაჩვენებთ და სასიამოვნო სიურპრიზიც არ არის გამორიცხული.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
🎥 რომელი სოლარიუმის აპარატია კარგი? - დერმატო-ვენეროლოგის გაფრთხილება
⭕ გარდაიცვალა ქართველი გეოლოგი, მეცნიერი და პედაგოგი ელენე აბაშიძე