Digest Logo

🎥 „ისე მენატრებოდა ჩემი ბალიში, ოთახი, თანახმა ვიყავი მოსამსახურედ მემუშავა“ - როგორ გამოიყურება ნინო კობერიძე ემიგრაციიდან დაბრუნების შემდეგ

1717677605
 ნინო კობერიძე

მსახიობ ნინო კობერიძემ 25 წელიწადზე მეტია მარჯანიშვილის თეატრი დატოვა. ამის შემდეგ იყო ემიგრაცია და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ქართულ პოპულარულ სერიალებში ვიხილეთ.

მისი ინტერვიუებით განებივრებულები არ ვართ, ამიტომ მსახიობის ცხოვრებაზე ბევრი ამბავი არაა ცნობილი. ამჯერად, ის „ნიკოლოზის კითხვების” სტუმარია და ბევრ საინტერესო ამბავს გაიხსენებს.

„დღემდე ღამე მესიზმრება, რომ სცენაზე ვდგავარ.

მამუკა არ მიშვებდა, ეჭვიანობდა პარტნიორებზე. უარს ვამბობდი როლებზე მის გამო.

ფილმის მხატვართან მიღალატა, რომელიც ფეხმძიმედ იყო, მაგრამ ის ქალიც მიატოვა. ძალიან აერია ცხოვრება, ნარკოტიკმა იმსხვერპლა.

ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული არ იყო ქმარი, იყო სხვა. ისიც იკეთებდა და წამოვედი.

თანახმა ვიყავი იქ მემუშავა, ხელზე მოსამსახურედ. 18 თვე ვიყავი იტალიაში და 10 ოჯახი გამოვიცვალე, ეს იყო ძალიან დიდი სტრესი.

ისე მენატრებოდა ჩემი ბალიში, ჩემი ოთახი“, - ამბობს ნინო კობერიძე გადაცემის „ნიკოლოზის კითხვები“ პრომოში. 

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ნერვიულობის ნიადაგზე საავადმყოფოში აღმოვჩნდი, მოინდომეს ჩემთვის მიწის აწაპნა“ - რას ჰყვება ბესო კალანდაძე

რატომ არ სჭირდება გვერდით საყვარელი კაცი მალუ მამფორიას? - რას ჰყვება მომღერალი

Netflix „ალესილი კეპების“ მიხედვით ფილმს გადაიღებს