Digest Logo

„ნერვიულობის ნიადაგზე საავადმყოფოში აღმოვჩნდი, მოინდომეს ჩემთვის მიწის აწაპნა“ - რას ჰყვება ბესო კალანდაძე

1717675457
ბესო კალანდაძე

მომღერალი ბესო კალანდაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუში იხსენებს ყველაზე დიდ უსამართლოს, რასაც ცხოვრებაში ჰქონია.

„თაღლითებმა მოინდომეს ჩემთვის მიწის აწაპნა. ეს დიდი ხნის წინ მოხდა. 2010 წელს, როდესაც ნაციონალების დრო იყო და მოგეხსენებათ, პროკურატურას რა ძალა ჰქონდა. მაშინ მე პროკურატურას მოვუგე საქმე.

არ ვიცი რატომ, მაგრამ პროკურატურამ დაადგინა, რომ არავითარ სისხლის სამართლის დარღვევას არ ჰქონია ადგილი, მიუხედავად იმისა, რომ მათ ყველანაირი მტკიცებულება წარვუდგინე ამ ადამიანების თაღლითობის დასადასტურებლად. მათი გადაწყვეტილება სასამართლოში გავასაჩივრე და პროცესი მოვიგე.

პროკურატურას დაევალა გამოძიება განეახლებინა, მაგრამ ისე მოხდა, რომ მაინც არ წარიმართა გამოძიება და შეიტყაპუნეს ჩემი მიწა იმ თაღლითებმა. ახლაც რომ დავწერო საჩივარი, იტყვიან, რომ გამოძიება მიმდინარეობს. არ ვიცი, ვისი ინტერესი იყო, მაგრამ საქმე მიაფუჩეჩეს. იმ პერიოდში სხვა მიზეზებიც მქონდა სანერვიულოდ, მაგრამ ამაზე საერთოდ გავგიჟდი. ნერვიულობის ნიადაგზე საავადმყოფოში აღმოვჩნდი, მაგრამ ღმერთის წყალობით, დღეს არა მიშავს…“, - ამბობს ბესო კალანდაძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რატომ არ სჭირდება გვერდით საყვარელი კაცი მალუ მამფორიას? - რას ჰყვება მომღერალი

Netflix „ალესილი კეპების“ მიხედვით ფილმს გადაიღებს

საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგი“ მუშაობა დროებით შეჩერებულია

წყარო: fortuna.ge