როგორი იყო ლეგენდარული ქართველი მსახიობი მედეა ჩახავა სახლში, სცენისა და კამერების მიღმა და რატომ ნერვიულობდა ყველა სპექტაკლზე გასვლის წინ გულის წასვლამდე - აღნიშნულის შესახებ მაკა მახარაძემ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველოს“ რუბრიკაში „დედა“ ისაუბრა.
როგორც მაკა მახარაძემ თქვა, გარდაცვალებამდე დედას გვერდიდან არ მოშორებია და მედეა ჩახავასთვის ის დიდი იმედი იყო.
„დედა მთავარი ადამიანია ცხოვრებაში, დედაჩემის დედობას გრძნობდა ყველა, ვინც იცნობდა. ისეთი დედა მყავდა, რომ ჩემი პიროვნება განსაზღვრო მისმა მაგალითმა თავისი თავგანწირვით.
დედა იყო ძალიან ჩვეულებრივი, ჩუსტებში, მაგრამ ისიც შემაღლებული ჰქონდა, რადგან სულ მაღლებზე დადიოდა. სულ ფორმაში იყო.
გრიმი დედამ მასწავლა, გამოსაშვებ საღამოებზე სხვა ბავშვებსაც დედა უკეთებდა.
იყო მკაცრი, მაგრამ როცა დიდობაში ვუთხარი, როგორი მკაცრი იყავი -მეთქი, მე ვიყავი მკაცრიო? არ მიკრძალავდა არაფერს.
ზაფხულში ძალიან უყვარდა კეჩხობი და მთელი ოჯახით დავდიოდით“, - ამბობს მაკა მახარაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ეს ასპექტი ცის კაბადონზე ბოლოს 1989 წელს იყო, 2025 წელი დაშლის პერიოდი იქნება“ - რამაზ გიგაური
🎥 როგორ ვებრძოლოთ სეზონურ ვირუსებს - პრევენცია და მკურნალობა