Digest Logo

„ცოლი არ მყავს და ალბათ, აღარც მოვიყვან, მაგრამ მე ყველა ჩემს ყოფილ ცოლთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს“ - რას ამბობს გიორგი ყიფშიძე

1728975347
გიორგი ყიფშიძე

მსახიობი გიორგი ყიფშიძე ჟურნალ „თბილისელებთან“ ინტერვიუ ამბობს, რომ რთული პერიოდი უკან მოიტოვა და ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სამაგალითო მამა იყოს.

მსახიობი, რომელმაც ნარკოდამოკიდებულება დაამარცხა, პირად ურთიერთობაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ სამომავლოდ დაოჯახებას საერთოდ არ აპირებს.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

„მე ვთვლი, რომ პირად ცხოვრებაში გამიმართლა, რადგან ყველა ჯანმრთელი მყავს და გარშემო არანაირი პათოლოგიები არ არსებობს, არც რაიმე დაავადება, არც ფიზიკური და არც ფსიქიკური. ამ კუთხით თუ შევხედავთ, კი ბატონო, ძალიან გამიმართლა. თუ ფინანსურ მხარეს შევხედავთ, არა (იცინის)…

რვა და ათცოლიანი კაცები მინახავს და გამიგია, რომლებსაც არ გამართლებიათ, მაგრამ წარმატებული ხალხი იყვნენ. მაგალითად, მიშა გომიაშვილი, ცნობილი მექალთანე და ცოლების მომყვანი (იცინის).

ზოგს ცოლი არ მოუყვანია, ზოგს ერთი ჰყავს და ისეთი უბედურია, რომ იმან რომ თავისი ცხოვრება მოგიყვეთ, შეიძლება, გული გაგისკდეთ. რამდენი ცოლი გყავდა ან გყავს, არ განაპირობებს ადამიანის ბედნიერებას ან უბედურებას.

ცოლი არ მყავს და აწი, ალბათ, აღარც მოვიყვან, მაგრამ მე ყველა ჩემს ყოფილ ცოლთან მეგობრული ურთიერთობა მაქვს და არ გამიმართლას, ვერ ვიტყვი. უბრალოდ, ჩვენ არასწორ დროს გადავეყარეთ ერთმანეთს და საბოლოო ჯამში, შედეგი ასეთი იყო. თუმცა, შედეგი ბავშვებია, რომლებიც ყველა ჯანმრთელი მყავს და ვგიჟდები მათზე.

აი, ჩემი ყველაზე დიდი წარმატება ცხოვრებაში ესაა, რომ ოთხი შვილი მყავს და ბედნიერი მამა ვარ. შეიძლება, ქმარი არ მქვია, მაგრამ ბედნიერი მამა ნამდვილად ვარ. და, არა მარტო მამა, ლუნასთვის და კოსმოსთვის, მამაც ვარ და დედაც“, – ამბობს გიორგი ყიფშიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ეს ასპექტი ცის კაბადონზე ბოლოს 1989 წელს იყო, 2025 წელი დაშლის პერიოდი იქნება“ - რამაზ გიგაური

🎥 როგორ ვებრძოლოთ სეზონურ ვირუსებს - პრევენცია და მკურნალობა

🎥 „საღამო სასიამოვნო სიურპრიზებს გპირდებათ, შესაძლოა სიყვარულში გამოგიტყდნენ“ - 15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

წყარო: fortuna.ge