Digest Logo

„ისეთი შოკი მივიღე, ჯერ კიდევ ვერ მოვდივარ აზრზე“ - რა საჩუქარი გაუკეთა ლენუკა ყიფშიძეს ძმისშვილმა

1782221671
 ლენუკა ყიფშიძე

ლენუკა ყიფშიძე ემოციური, გულახდილი, თბილი და მზრუნველი ადამიანია. მის ცხოვრებაში წარმატებისა და ცნობადობის მიღმა, იყო ტკივილი, განცდა, წარუმატებლობა, თუმცა არასოდეს დაუკარგავს მომავლის იმედი და ყოველთვის გრძნობდა ახლობელი და საყვარელი ადამიანების გვერდში დგომას.

ლენუკას სასიამოვნო სიახლე აქვს, მას მისმა ძმისშვილმა, ნატალია ყიფშიძემ სიურპრიზი გაუკეთა და ახალი მანქანა აჩუქა:

„რაც წლები მომემატა, პირველ რიგში, დროს ვაქცევ ყურადღებას. გავახელ თუ არა თვალს, ყოველ დილას, მადლიერების გრძნობა მაქვს.

40 წლის მერე დავაკვირდი და მივხვდი, რა ტკბილი და კარგი ასაკია და რამდენი რამ გადავაფასე. ადრე, სულ დრამაში ვიყავი, ყველაფერს განვიცდიდი და ვნერვიულობდი, ახლა კი, ისე შევიცვალე, ჩემს თავს ვერ ვცნობ.

მინდა, ყოველი წუთი და წამი ჩემს ოჯახთან, მეგობრებთან, ჩემს გარემოში გავატარო, შევიგრძნო ის დადებითი აურა და დავტკბე საყვარელი ადამიანების გვერდით ყოფნით. ცხოვრება, მართლაც რომ, წუთისოფელია და რატომ ვხოცავთ ხალხი ერთმანეთს, ვერ ვხვდები.

ადამიანი დღეს არის, ხვალ – არა და ხომ შეიძლება, დავაფასოთ ერთმანეთი? სულ ვამბობ, მეტი სიყვარული რომ გავცეთ და ამ ბოღმასა და ერთმანეთის ლანძღვაში და საშინელი კომენტარების წერაში არ ვხარჯოთ დრო, ხომ უკეთესი იქნება.

ადრე, რაღაცებზე რომ ვნერვიულობდი და ვბრაზობდი, ახლა ხასიათი შემეცვალა და ვცდილობ, ნაკლებად მივაქციო ადამიანების ნეგატიურ განწყობას ყურადღება და არ ვინერვიულო. აღარ მაქვს ასეთ ხალხზე აგრესია, ყველა მიყვარს. 44 წლის გავხდი და ვინც ცხოვრებაში შემრჩა და ვისაც ჩემთან უნდა დარჩენილი წლების გატარება, მის გვერდით ვიქნები. შეხმატკბილებულებას ვაფასებ ოჯახის წევრი იქნება თუ მეგობარი და მათ ვუფრთხილდები. განვლილმა წლებმა, დიდი გამოცდილება მომცა და ამიტომ, ვაფასებ იმას, ვინც მყავს, რაც მაქვს და აღარ ვიშლი უაზრობებზე ნერვებს“, - თქვა ლენუკა ყიფშიძემ.

– სასიამოვნო სიახლე გაქვს, ძმისშვილმა ახალი მანქანა გაჩუქა...

„სულ მინდოდა და ოცნებად მქონდა ახალი მანქანა. რაღაც პერიოდი ნატალია მანქანებს მაჩვენებდა: ნახე, ეს როგორ მომწონს, ის როგორ მომწონსო. მეუბნებოდა: ტარება მინდა მასწავლო და ხომ მასწავლიო. რას ვიფიქრებდი, რომ ნატაშკა ჩემთვის არჩევდა ახალ მანქანას. ერთ მშვენიერ დღეს, გასული კვირის ოთხშაბათს გამომიცხადა, წამყევი კომპანიაშიო. ისე წავყვევი, მართლა აზრზე არ ვიყავი, რა სიურპრიზს მიმზადებდა. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი ძველი მანქანა დავტოვე და ახალი „ჯილი ატლასით“ დავბრუნდი უკან. ასეთი სიურპრიზი ნამდვილად არ მქონია ცხოვრებაში. კიდევ გეუბნებით, ბოლომდე არ მჯეროდა, მეგონა, ნატალიას თავისთვის უნდოდა და რომ მითხრა, ხომ მოგწონს და შენიაო, ისეთი შოკი მივიღე, ჯერ კიდევ ვერ გამოვსულვარ. ძალიან გახარებული ვარ“, - ამბობს ლენუკა ყიფშიძე.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჯერ დედა გარდამეცვალა, შემდეგ 21 წლის ასაკში მეუღლე დამეღუპა...“ - ნანუკა ქარუხნიშვილი პირად ტრაგედიაზე

🎥 „ტკივილი დროებითია, დიდება სამუდამო“ - როგორ ვარჯიშობს ეთერ ლიპარტელიანი

🎥 „ლაქტაციის გამო ვერც პირს ვაჩერებ და ვერც ვიკლებ, იცით რამდენი მაქვს ზედმეტი?“ - რას წერს ნუკი კოშკელიშვილი

წყარო: tbiliselebi.ge