ინფლუენსერი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი, რომელიც ოჯახთან ერთად ამერიკაში ცხოვრობს, რამდენიმე დღის წინ 36 წლის გახდა.
იგი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია, სადაც ახალ ვიდეოს აქვეყნებს და საკუთარ კილოგრამებზე საუბრობს:
„1. რომ როგორი მატყუარაა სოცქსელები, აი მიახლოებითაც არ გამოვიყურები ასე, უბრალოდ კარგ რაკურსში გადავუღე საკუთარ თავს და ბრახ და ტანწერწეტა ვარ.
2. რა გახდა ამ წონის დაგდება? იცით რამდენი მაქვს ზედმეტი? 14 კგ, 14 და ამ ლაქტაციის გამო ვერც პირს ვაჩერებ მაინც და მაინც და ვერც ვიკლებ, რომც გავაჩერო.
3. რატომ წავუღეთ საკუთარ თავებს ტვინი, მუდმივი გაკრიტიკებით და დაკნინებით.
ზოგჯერ ვფიქრობ, რამდენია გარშემო ვინც ისედაც გვაბულინგებს, გვამუნათებს და გვაკრიტიკებს და კიდევ საკუთარი თავიც რომ გიმატებს.
რატომ არ შეიძლება გაჩერდი რა, დატკბი მომენტით, მოასწრებ ამ მისწრაფებებს. შეირგე დღევანდელი დღე. ახლა საკუთარ თავს ვეუბნები ამას, მაგრამ ხომ გაგიგიათ „მულო შენ გითხარი, რძალო შენ გაიგეო“, თუ როგორც არის.
იქნებ გამოგადგეთ და დღეს საკუთარ თავს მოესიყვარულოთ“, - წერს ნუკი კოშკელიშვილი.
ცნობისთვის, ინფლუენსერი და ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი რამდენიმე თვის წინ მეორე შვილის დედა გახდა. მას და მის ამერიკელ მეუღლეს, ბენს, ოლივერის მერე მეორე ვაჟი შეეძინათ. პატარას შიო-რიუვენი დაარქვეს.
View this post on Instagram
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕23 ივნისი, 2026 წელი – ჯადოსნური ღამის რიტუალი: ინტუიციის, სიზმრებისა და საიდუმლოების დრო
⭕საგარეჯოში 19 წლის სტუდენტი გაზის აფეთქების შედეგად დაიღუპა
⭕„წლები მიდის - შენ მხოლოდ ლამაზდები!“ - თამო ვაშალომიძე 7 წლის წინ და ახლა, საოცარი გარდასახვა