გადაცემა „ფუკოს ქანქარა“ სოციალურ ქსელში ამერიკის შეერთებულ შტატების კონგრესმენის ჯო ვილსონის მიერ დაანონსებული აქტი „მეგობარი“ განიხილა.
როგორც წამყვანი ვიდეოში ამბობს, აქ მთავარი საკითხი ის არის, რომ ამ ყველაფერს გვპირდებიან იმ შემთხვევაში, თუ „ქართული ოცნება“ ანტიდასავლურ რიტორიკას შეამცირებს და „გამჭვირვალობის შესახებ კანონს“ გაიწვევს.
„ამერიკა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას, სამხედრო დახმარების პაკეტს და უკეთეს სავაჭრო პირობებს განიხილავს. ამერიკა განიხილავს რა, ამას გვეუბნებიან ჩვენი „ენჯეოები“ და პოლიტიკოსები, მაგრამ რეალში ვიღაც კონგრესმენმა, ჯო ვილსონმა დააანონსა „მეგობარი“ აქტი კონგრესში.
აქ მთავარი საკითხი ის არის, რომ ამ ყველაფერს გვპირდებიან იმ შემთხვევაში, თუ ანტიდასავლურ რიტორიკას შეამცირებენ „ქოცები“ და გამჭვირვალობის შესახებ კანონს გაიწვევენ.
ამ ყველაფერთან ერთად, დაცული უნდა იყოს ადამიანის უფლებები და არჩევნები ჩატარდეს ხარვეზების გარეშე. ხარვეზების გარეშე არჩევნების ჩატარება არც ამერიკას შეუძლია. 2020 წლის არჩევნებზე დადასტურდა 1 499 ხარვეზი, საიდანაც 1 275 შემთხვევაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დადგა.
ანუ, თუ ჯო ვილსონს სიტყვაზე ვენდობით და „მეგობარი“ აქტი სერიოზული განხილვის საგანი გახდება ამერიკის კონგრესში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი ჩვენგან სრულ მორჩილებას მოითხოვენ. უხარვეზოდ არჩევნები ვერ ჩატარდება, მაგრამ მხოლოდ მათზე იქნება დამოკიდებული ამ ხარვეზებს მნიშვნელოვნად ჩათვლიან, თუ უმნიშვნელოდ.
ანუ, მათი აზრით, თუ კარგად მოვიქცევით, მაშინ განიხილება ეს საკითხი, მაგრამ თუ შუა გზაში გადაწყვიტეს და გადაიფიქრეს, ვერც ვერაფერს მოვთხოვთ.
ჯო ვილსონი 2018 წლის „ფარას“ შესწორების ერთ-ერთი თანაავტორია. მისი თქმით, კანონის მიზანია, გაზარდოს უცხო ქვეყნების უნივერსიტეტების და სხვა დაწესებულებების გამჭვირვალობის დონე და ეს ეუბნება „ქოცებს“ კანონი გაიწვიეთო“, - ამბობს გადაცემის წამყვანი.
@fucoskankara ,,megobari” აქტი #georgiantiktok #georgia #history #foryou #education ♬ Drake style/HIPHOP beat(1491552) - Burning Man
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ქუჩაც დიდი დოზით იყო მის ცხოვრებაში, დააზიანა კიდეც“ - რას ჰყვება მარინა კაჭარავა