Digest Logo

🎥 „ისლამთან ბრძოლაზე თანხმობა გვქონდა“ - ილია თოფურიას მენეჯერის კომენტარი

1773510018
მალკი კავა

ილია თოფურიას მენეჯერმა, მალკი კავამ თეთრი სახლის ივენთზე ისაუბრა. იყო საუბრები იმის შესახებ, რომ მსუბუქი წონითი დივიზიონის ქართველი ჩემპიონის მოწინააღმდეგე უნდა ყოფილიყო ისლამ მახაჩევი, მაგრამ აღნიშნული ჩხუბი ჩაიშალა.

„ამ თემაზე ბევრი ცრუ ინფორმაცია არსებობს. სინამდვილეში, ყველაფერი პარასკევს გადაწყდა. გამაღვიძეს და მითხრეს, რომ ბრძოლის ჩანიშვნა უნდოდათ და მთელი ღამე მოლაპარაკებებში გავათენეთ. მომდევნო დილის 11 ან 12 საათისთვის გეიჯისთან ბრძოლის ყველა პირობაზე შევთანხმდით.

კვირის დასაწყისში გვითხრეს, რომ თოფურიას ბრძოლა თეთრ სახლში არ იქნებოდა. შემდეგ, ოთხშაბათს დაგვირეკეს და გვითხრეს, თუ ჩხუბის ჩანიშვნა გამოვიდა, შეიძლება მოწინააღმდეგე ისლამი ან ჯასტინი იყოსო. ჩვენ ვთქვით, ჩხუბი ვისთანაც გვინდოდა. მოგეხსენებათ, საუბარი არ მიდის ოპონენტის შერჩევაზე იმის გამო, რომ ვინმე უფრო რთული ან მარტივი მეტოქეა, ვინმესი გვეშინია ან არ გვეშინია.

საქმე ფულს ეხება და რაც უფრო დიდია ბრძოლა, მით უფრო დიდია თანხაც. ჩვენ რაც შეიძლება მეტი ფულის გამომუშავება გვინდოდა, ამიტომ მახაჩევთან ჩხუბზე ვიყავით ფოკუსირებულები. ამ ბრძოლაზე ვილაპარაკეთ, მაგრამ არაფერზე შევთანხმებულვართ.მჯერა, როცა ოთხშაბათს დამირეკეს, მაშინ ჯერ კიდევ ყველას ელაპარაკებოდნენ.

ჩვენც გვკითხეს, თუ რომელი ბრძოლა გვინდოდა. უბრალოდ მოგვიანებით რა თანხაც გვითხრეს, ძალიან პატარა იყო. მნიშვნელობა არ ჰქონდა, თეთრი სახლი იყო, ჩხუბების საერთაშორისო კვირეული, თუ მომდევნო კვირის ტურნირი...შესაფერისი თანხა უნდა ყოფილიყო. ისე მოხდა, რომ ჯერ ბრძოლა არ გვქონდა, მერე უცებ მთელი ღამე ჩხუბების ჩანიშვნაზე ვმუშაობდი.

არ ვიცი, რომელი ბრძოლა გაუქმდა. ისლამთან ბრძოლას ვერ დავასახელებ, იმიტომ, რომ ის ტრავმირებულია და ისეც არ ყოფილა, რომ მასთან დაგეგმილი ჩხუბი გაუქმდა. მახაჩევზეც თანხმობა მივეცით და გეიჯიზეც. დანარჩენი ციფრებზე და ფულზე იყო“, - განაცხადა „მატადორის“ მენეჯერმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „100 სთ ვატარებ - 50 °C გრადუსში...“ - „კაკოს“ მორიგი ექსტრემალური ვიდეო ციმბირიდან

⭕„განსაცდელებს აქვს ორი დასასრული: ერთი, რომელიც აბოროტებს ადამიანს და მეორე, რომელიც ღმერთთან აახლოებს“ - მღვდელი ლუკა მუხიგულაშვილი

⭕„დიდი ტკივილით გაცნობებთ...“ - ნუცა ბუზალაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

წყარო: lagazzetta.ge