ილია თოფურია პირველი ქართველი მებრძოლია, რომელიც UFC-ის ქამარზე იჩხუბებს. ორგანიზაციის პრეზიდენტის დანა უაითის განცხადებით, თებერვალში ქვემსუბუქი დივიზიონის ქამარზე ჩხუბი ჩაინიშნა, რომელშიც ერთმანეთს ილია თოფურია და მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონ ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაუპირისპირდებიან.
ცნობისთვის, ვოლკანოვსკი ტიტულს 2019 წლიდან ფლობს და მას შემდეგ ქამარი ხუთჯერ დაიცვა.
აღსანიშნავია, რომ ილია თოფურიამ 2020 წლიდან დღემდე, UFC-ში ექვსჯერ იჩხუბა და ყველა ორთაბრძოლა მოიგო.
აგრეთვე დაგაინტერესებთ
🔵ლინდა ადამიას საოცარი გარდასახვა - ღრმად ამოისუნთქეთ, სანამ ფოტოებს ნახავთ