აშშ-ის დაარსების 250-ე წლისთავთან დაკავშირებით ორგანიზებული გრანდიოზული ღონისძიება UFC Freedom 250 სპორტის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.
ამ უპრეცედენტო საღამოს მთავარი ბრძოლისთვის ოქტაგონი პირდაპირ თეთრი სახლის ტერიტორიაზე მოეწყო, სადაც ერთმანეთს ქვემსუბუქი წონის ქართველი ჩემპიონი, ილია თოფურია და ამერიკელი „ჰაილაითი“, ჯასტინ გეიჯი, დაუპირისპირდნენ.
ბრძოლა ზუსტად ისეთივე ცეცხლოვანი გამოდგა, როგორსაც გულშემატკივარი ელოდა. ილია თოფურიამ შეხვედრა ფენომენალურად დაიწყო.
პირველი ორი რაუნდი სრულად ქართველი მებრძოლის კარნახით წარიმართა. ილია სისწრაფის, ზუსტი კრივისა და შესანიშნავი ტაიმინგის წყალობით აშკარად სჯობნიდა მეტოქეს.
გეიჯიმ რამდენიმე მძიმე დარტყმა მიიღო, თუმცა მისთვის ჩვეული სიმტკიცე გამოავლინა და გაუძლო თოფურიას ზეწოლას, რომელმაც პირველი ორი რაუნდი მსაჯების ბარათებზე დაჯერებულად მოიგო.
თვალის დაზიანების გამო ილია თოფურიას ბრძოლის გაგრძელების უფლება არ მისცეს და გამარჯვებული ჯასტინ გეიჯი გახდა. აღნიშნული შედეგის მიხედვით, ილიამ, მსუბუქი წონითი დივიზიონის ქამარი დათმო. ეს იყო პირველი წაგება ქართველი მებრძოლის კარიერაში.
„ილიამ ორი რაუნდი იდეალურად ჩაატარა, მაგრამ გეიჯის ხასიათის გატეხვა თეთრ სახლში შეუძლებელი აღმოჩნდა“, - აღნიშნავდნენ კომენტატორები.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„კარგი დღეა ფინანსური და საერთო ვალდებულებების დასალაგებლად“ - 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი