Digest Logo

„უბნის მაღაზიაში გამყიდველი ქალი მაძლევდა ნისიად ყველაფერს, ვატყუებდი შენზე რომანს ვწერთქო - გარდაცვლილა უკვე... ავასრულე სიტყვა. გვიან, მაგრამ მაინც“ - ლუკრეციო ბაქანიძე

1680251103
ლუკრეციო ბაქანიძე

მწერალი ლუკრეციო ბაქანიძე, სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ნაცნობ, აწ უკვე გარდაცვლილ ქალზე ემოციურ ისტორიას აქვეყნებს, რომელსაც მის ახალ წიგნში მოთხრობა მიუძღვნა.

🔵 პიანისტი სანდრო გეგეჭკორი ნიუ იორკში ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ სასწავლებელში - ჯულიარდის სკოლაში ჩაირიცხა

„სამუშაო მაგიდაზე მიდევს ხელოვნური ია უბრალო ჭიქაში.

გუშინ სტუმარი მყავდა და დამცინასავით - ხელოვნური რა პონტია, ნაღდი ყვავილი ჩადეო. მეთქი ეს მირჩევნია. რატომო და დავიკიდე, აღარ ვუხსენი...

კაი ხნის წინ იყო დაბლა უბანში მაღაზია. ახლა გესთჰაუსია, ლილი ჰქვია, თუ ლილია, და ჯერ არაბები ისხდნენ შიგ, ახლა რუსები სხედან.

ადრე კიდევ მაღაზია იყო და გამყიდველი იჯდა, ბებერი ქალი.

ჩემი ნისიის რვეული ცალკე ედო, უამრავი ვალი მქონდა.

ჩავიდოდი, გავუღიმებდი - ხომ იცი შენზე რომანს ვწერ! უხაროდა ბავშვივით, წიგნში მოვხვდებიო. ვატყუებდი არადა. და მაგ პონტში მაძლევდა ნისიად ყველაფერს.

ერთი სამი წელი ვატყუე ეგრე.

ვფიქრობდი მოვაქუჩებ ფულს და მივცემ, და ბოდიშს მოვუხდი - რომანი გაიმაზა, ვეტყვი. მეკიდა მოკლედ ვითარება.

ერთხელაც ჩავედი და აღარ ზის.

ვიღაც კაცი დამხვდა და მაღაზიას ანგრევენო. სასტუმრო კეთდებაო აქა. ეს გამყიდველი კიდე გადაუყვანიათ მოხუცთა სახლში თუ რაც ჰქვია. ოქეი მოკლედ. წავიდა-წავიდა. რა ვქნა. ფულს ავიღებ, პრემიას მოვიგებ და გადავუხდი.

გავიდა ცოტა ხანი და მობზე რეკავს - მე ვარო, ლუკა. მანდ რა კაი იყოვო. აქ ვერ ვარო. ვწევარო სულ. ვეღარ დავდივარო. რა მაგარია ჩემზე რომ წიგნს წერ, ხომ მალე მორჩებიო. და შემრცხვა მაგრად. მეთქი კი, მოვრჩები მალე. გავიდა რამდენიმე ხანი და ქუჩაში მხვდება ის ვიღაც კაცი. ვეკითხები - როგორაა და კვდებაო, მეუნება. შვილი ყოფილა ესა.

ამოვედი სახლში და დავიწყე წერა. მაგ ქალზე, ჩვენზე, ვაბშე, ჩვენ ამბებზე დავიწყე წერა. ხანდახან რეკავს, ხმა სულ უფრო და უფრო სუსტი აქვს, ხომ წერო ჩემზე. კი, კი, ვწერ მე ვიყო. ვწერ - ვეუნები. თან ყელში მაჭერს ბურთი. ვორდიდან თავი არ ამიღია, ნახევარ თვეში დავწერე მართლა ვეში, ეს წიგნად ვერ მიუსწრებდა და ამოვბეჭდე ფურცლებად, გადავურეკე, - სად მივიდე, სად ვნახო, გავიგო.

გარდაცვლილა უკვე.

მეხდაცემულივით ვიარე ორიოდ კვირა. მერმე მოვუყარე თავი ფულს, ზოგი გავყიდე, ზოგი ვისესხე, ზოგი მოვიგე, მოვაგროვე და დავურეკე მაგის შვილს.

შევხვდი აქა, ფუნიკულიორთან. მივეცი კონვერტი ფულით - ვალი მქონდა დედაშენის. ვიციო, მეუნება. სულ შენ გახსენებდაო. წიგნებს რომ წერ, ხომ შენა ხარო.

ეგონა მართლა წერდი წიგნს მაგაზეო.

აგერ ეს დაგიტოვაო და მაწვდის ამას, ხელოვნურ ყვავილს.

დახლზე ედო ხოლმე და სულ ვაქებდი - ვა ეს რა მაგარი ყვავილები გაქვს, ნაღდს ჰგავს, ვერ გაარჩევ. არადა გულში ვფიქრობდი ეს რა ყლეობაა, ყველას და ყველაფერი ხელოვნურის დედაც.

ჰოდა მაძლევს ამ ყვავილს, ლუკას უყვარდაო და მიეციო, უთქვამს. აი, იმენა ბავშვივით ავტირდი შუა ქუჩაში, გამოვაყლევე ეს კაციც და ვიღაცა ტურისტებიც.

ამ ქალზე დაწერილი მოთხრობა დღეს ჩემს ახალ კრებულშია შეტანილი.

ავასრულე სიტყვა. გვიან მაგრამ მაინც.

ეს ხელოვნური ია კი სულ გვერდით მიდევს და ბოზიშვილივიყო ოდესმე თუ ჩაენაცვლოს რაიმე სხვა ყვავილი, რამე თუ ამაზე ნაღდი და ნამდვილი ვერ იქნება ვერცერთი...

სენტიმენტებიზა სორი ფრენდნო. მეთქი ბარემ ვთქვა, რავი“, - წერს ლუკრეციო ბაქანიძე.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

🔵 7-9 აპრილს სამების ტაძრის ეზოში მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები დაიშვებიან

🔵 „ფანტასტიკური ამბავია“ - რა ინფორმაციას ავრცელებს გოგა ჩანადირი

🔵 პიანისტი სანდრო გეგეჭკორი ნიუ იორკში ყველაზე პრესტიჟულ მუსიკალურ სასწავლებელში - ჯულიარდის სკოლაში ჩაირიცხა