საქართველოს ნაკრებისა და საფეხბურთო კლუბ „ნაპოლის“ ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია იტალიური სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
🔵 ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს მარტის თვის საუკეთესო მოთამაშე გახდა
აღნიშნულ ფაქტს ქართველი ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი, სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„ფანტასტიკური ამბავია - ხვიჩა კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და იტალიური ფეხბურთის ისტორიაში შევიდა.
ერთ სეზონში მან მესამედ მოიპოვა სერია -ს თვის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული.
ჯერ იყო 2022 წლის აგვისტოში, პირველივე თვეს, მერე 2023 წლის თებერვალსა და მარტში, ზედიზედ.
საოცარი მაჩვენებელია ქართველი ვარსკვლავის.
ვულოცავ ქართული ფეხბურთის ლოკომოტივს, გამწევ ძალას ამ აღიარებას“,- წერს ჩანადირი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵რამდენს ნიშნავს ბავშვობის ტრავმა! - მაიკო კაჭკაჭიშვილის ტკბილი მოგონება ბნელი 90-იანებიდან
🔵საბედისწერო შეხვედრების, მოულოდნელი სიახლეებისა და სასიამოვნო თავგადასავლების პერიოდი იწყება