პიანისტი სანდრო გეგეჭკორი ჯულიარდის სკოლაში ჩაირიცხა. აღნიშნული სიახლის შესახებ პიანისტი, სოციალურ ქსელში თავად წერს და აცხადებს, რომ ეს მისი ცხოვრების გარდამტეხი პერიოდია.
ჯულიარდი აშშ-ში, ნიუ იორკში მდებარეობს და მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური სასწავლებელია.
🎥 „შენზე გაბრაზული ვარ“ - რამ გააბრაზა ელის მარია სააკაშვილი
„დღეს, 2023 წლის 31 მარტს შემიძლია ამაყად და დიდი სიხარულით გაცნობოთ, რომ ჩემი ცხოვრების გარდამტეხი ეტაპი დადგა!
ჩავირიცხე მსოფლიოში ყველაზე პრესტიჟულ „ჯულიარდის სკოლაში“ და სწავლას გავაგრძელებ ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ნიუ იორკში 2023 წლის აგვისტოდან!
მინდა ყველა ადამიანს , თითოეული თქვენგანს, ჩემს პროფესორს, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია Tbilisi State Conservatoire გადავუხადო უდიდესი მადლობა!“, - წერს პიანისტი.
ასევე დაგაინტერესებთ:
🔵 7-9 აპრილს სამების ტაძრის ეზოში მხოლოდ აკრედიტებული ჟურნალისტები დაიშვებიან
🔵 „მართლა რომ ვიღაცის მოკვლა გვდომოდა 11 თვე ამას როგორმე მოვახერხებდით“ - ნინო ნადირაძე
🔵 „ფანტასტიკური ამბავია“ - რა ინფორმაციას ავრცელებს გოგა ჩანადირი