
იტალიაში, ჩამპინოს აეროპორტში ე.წ. კანონიერი ქურდი მინდია გორაძე იგივე „ლავასოღლი“ დააკავეს.
ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
იგი 2023 წლიდან კრიმინალური გაერთიანების ლიდერობისა და გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებით საერთაშორისო ძებნაში იმყოფებოდა.
ლავასოღლი ქურდული სამყაროს წევრობისთვის საქართველოში 2018 წელს გაასამართლეს, თუმცა განაჩენის გამოტანის დროს იგი საქართველოში არ იყო – წინასწარი პატიმრობისთვის კანონით გათვალისწინებულ 9 თვეში მას დანაშაულის ჩადენა ვერ დაუმტკიცეს – ლავასოღლიმ ციხე დატოვა და საქართველოც. ლავასოღლი თურქეთში დააკავეს, შემდეგ კი იგი ბელარუსში გადავიდა.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„დედამიწაზე საუკეთესო ქმრის და მამიკოს დაბადების დღეა დღეს“ - რუსა ჩაჩუა მეუღლეს იუბილეს ულოცავს
⭕არის თუ არა ნორმალური, აზრთა სხვაობის გამო მეგობრების დაკარგვა? - რას პასუხობს რუსკა ქარქაშაძე