მოწამვლა საღებავებით - როგორია პირველი სიმპტომები და როგორ დავიცვათ უსაფრთხოების წესები? აღნიშნულ თემაზე გადაცემაში „იმუნიტეტი“ ტოქსიკოლოგმა ეკა ქურდაძემ და კომპანია „ჯაოკენის“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თამაზ გოჩელაშვილმა ისაუბრეს.
„ხშირად როცა ვყიდულობთ ნივთს, ეტიკეტი გვეკარგება. გამოყენების პროცესში სუნს აქვს დიდი მნიშვნელობა, რაც უფრო მძაფრია სუნი უფრო მეტად იქნება სპირტის ბაზაზე დამზადებული და ეს უფრო მეტად პრობლემურია.
ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეს გამაღიზიანებელია ჩვენი სასუნთქი გზების და ლორწოვანის, სურდოს მსგავსი პრობლემები ყველაზე ხშირია, თავბრუდახვევა, კოორდინაციის მოშლა“, - ამბობს ეკა ქურდაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 როგორ შევარჩიოთ უსაფრთხო ჭურჭელი? - ტოქსიკოლოგის რეკომენდაციები