Digest Logo

იუსტიციის სახლის თავმჯდომარედ ვახტანგ ჟვანია დაინიშნა

1738838747
იუსტიციის სახლის თავმჯდომარედ ვახტანგ ჟვანია დაინიშნა

იუსტიციის სამინისტროს სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარედ ვახტანგ ჟვანია დაინიშნა.

ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ვახტანგ ჟვანიას აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის და აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება.

იუსტიციის სახლის თავმჯდომარედ დანიშვნამდე იგი ხელმძღვანელობდა იუსტიციის სამინისტროს სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრს“. ვახტანგ ჟვანია არის საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის პროფესორი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „გაიზარდა პატარა“- ლაშა ბექაური ბოკვერთან ერთად გადაღებულ მორიგ ვიდეოს აქვეყნებს

🎥 „გეძლევათ შანსი შექმნათ ოჯახი, წლის ერთ-ერთი ფავორიტი ნიშანი ხართ“ - რომელ ზოდიაქოს ნიშანს გაუმართლებს სიყვარულში 2025 წელს?!

🎥 „შესაძლოა გაგეზარდოთ ხელფასი, ან შეიცვალოთ სამსახური“ - 6 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან