Digest Logo

🎥 „იყო ჩემი მონაცემების უარყოფითად შეფასებაც...თითქოს არ ვიყავი ფიზიკურად ძლიერი... არ იყო რთული ოჯახის წევრებთან განშორება“ - როგორ დაიწყო გიორგი ქოჩორაშვილის საფეხბურთო კარიერა?

1721058021
გიორგი ქოჩორაშვილი

ქართველი ფეხბურთელი, რომელიც ეროვნულ ნაკრებში და ესპანურ კლუბ „ლევანტეში“ აქტიურად მოღვაწეობს, სტუმრად ლეგენდარული მოჭადრაკის, ნონა გაფრინდაშვილის გადაცემაში  „ნონა Talks“ იმყოფებოდა.

გიორგი ქოჩორაშვილმა საფეხბურთო კარიერის გზა, დეტალურად გაიხსენა და ისაუბრა, იმაზეც თუ რა სირთულეები ახლავს ფეხბურთელის ცხოვრებას.

„მე ჩემი კარიერა 4-5 წლის ასაკში დავიწყე. კახეთში, ჩემს სოფელში გოჩა პაწაშვილთან. შემდგომ უკვე გადმოვედით თბილისში ოჯახთან ერთად. მოგეხსენებათ რეგიონები ამ მხრივ განვითარებული არ არის და იმედია  მოგვარდება ეს პრობლემა. ამის შემდეგ ვთამაშობდი „საბურთალოს“ კლუბში. ასევე იყო „ოლიმპიც“. მერე კი „დინამოში“ გადავედი.

სწორედ „დინამოს აკადემიაში“ ჩამოიყვანეს ესპანელი მწვრთნელი და სპორტული დირექტორი, ანდრეს კარასკო, სწორედ ამ მწვრთნელმა მოახდინა დიდი გარდატეხა ჩვენში. იქიდან ვართ ყველა, ზუკაც, კვარაც, მექვაბაც. აქ იწყება ჩემი შეხება ესპანურ ფეხბურთთან. სულ ვუყურებდი იგივე რონალდინიოს და მეც მინდებოდა ესპანური ფეხბურთის თამაში. ასე რომ ვთქვათ ესპანურ ფეხბურთთან პირველი შეხება ეს იყო. „დინამოს აკადემიამ“ დიდი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, თუმცა მანდ ასევე იყო ჩემი მონაცემების უარყოფითად შეფასებაც. თითქოს არ ვიყავი ფიზიკურად ძლიერი. ამიტომაც დავბრუნდი „საბურთალოში“, სადაც ანდრეს კარასკო იყო, მან დამაბრუნა. 5-6 წელი მომიწია საქართველოში ესპანური ფეხბურთის თმაში. ჩემი მწვრთნელი ასევე გიორგი ჭელიძე იყო, რომელიც თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია.

17-წლამდელებში იმავე მიზეზით, ფიზიკური მონაცემების გამო დამიწუნეს. თუმცა 19-წლამდელებში უკვე მომიწია თამაში. 18 წლის ვიყავი და სწორედ აქედან გაჩნდა ინტერესი „ჟირონადან“. სულ მეკითხებიან - არ გაგიჭირდა ამ ასაკში ოჯახის დატოვებაო? ჩემს ოჯახის წევრებს არ სწყინთ და ვამბობ, რომ არ იყო. მე თავიდანვე ვიცოდი სად მივდიოდი, თითქოს ის გაკვალული გზა რაც მქონდა მივყვებოდი. ჩავედი, მაგრამ ძალიან გამიჭირდა მათ გარეშე ყოფნა, ვიდეოზარით ვუკავშრდებოდი ხოლმე, თუმცა ჩემმა გუნდელებმა შეძლეს და ეს სირთულე გადავლახე  მათი დახმარებით“, - აღნიშნა გიორგი ქოჩორაშვილმა.

⭕  ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ფორმულა 1-ის ყოფილმა მრბოლელმა, რალფ შუმახერმა განაცხადა, რომ გეია

🎥 „გლადიატორი 2 - ის“ თრილერი გამოვიდა

⭕ „არ დაანგრიოთ სასიყვარულო ურთიერთობები და ოჯახები... მოდის უზარმაზარი ენერგია, რაც ზოგს ჭკუიდან გადაიყვანს“ - მიხეილ ცაგარელი კვირის მნიშვნელოვან მოვლენებზე