Digest Logo

„იყო ძალიან თბილი, მოსიყვარულე, მაგრამ ამავე დროს უმკაცრესი, სამსახურის „ღალატს“ არავის აპატიებდა“ - შერმადინ ჭკუასელი მამაზე

1777320094
ჯემალ ჭკუასელი

ჯემალ ჭკუასელმა და მისმა „ერისიონმა“ წარუშლელი კვალი დატოვა მსოფლიო ფოლკლორის ისტორიაში. სულხან საბას განმარტებით, „ერისიონი“ ცისიერი მთის მაღლა სივრცეს ნიშნავს. 

ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი შერმადინ ჭკუასელი გადაცემის „ჩემი საქართველო“ სტუმარი იყო, სადაც მამაზე ისაუბრა:

„მამა იყო ძალზე ხალასი პიროვნება, სიცოცხლით სავსე ადამიანი, კაცი, რომელსაც სატირლად რომ გქონოდა საქმე, იქაც გაგაცინებდა და ამით იმ სტრესს მოგიხსნიდა. ამ დროს თავად იყო დატვირთული ძალიან ბევრი აზრებით, ფიქრებით, მაგრამ ამას შენ თავზე არ მოგახვევდა. 

იყო ძალიან თბილი, მოსიყვარულე, მაგრამ ამავე დროს უმკაცრესი სამსახურში. სამსახურის „ღალატს“ არავის აპატიებდა, არც მე, არც ჩემს დას, არც შინაურს და არც გარეულს. 

ჩვენ მის საქმეს ვაგრძელებთ როგორც შეგვიძლია“, - ამბობს შერმადინ ჭკუასელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „იონას პირველი ზიარება“ - თამუნა ამონაშვილი შვილის ახალ კადრებს გვიზიარებს

„გურულები ძალიან თეატრალური ხალხი ვართ, ოზურგეთის სავიზიტო ბარათი ოზურგეთის თეატრია“ - ვასილ ჩიგოგიძე

„თვალჟუჟუნა დედას გაუმარჯოს! მადლიერი და ბედნიერი ვარ შენი დაბადების გამო“ - მანანა ბერიკაშვილი 68 წლის გახდა