ეკა ჭკუასელი – „ერისიონის“ მთავარი ქორეოგრაფი, ჯემალ ჭკუასელის ქალიშვილი გახლავთ, რომელმაც მამის გარდაცვალების შემდეგ მისი გზა განაგრძო და საკუთარ თავზე უდიდესი პასუხისმგებლობა ძმასთან – შერმადინთან ერთად აიღო.
იგი გადაცემის „ჩემი საქართველო“ სტუმარი იყო, სადაც მამაზე ისაუბრა:
„რა თქმა უნდა იყო მომთხოვნი, მაგრამ ამავდროულად იყო ძალიან მოსიყვარულე. ნამდვილი გურული იყო - ყველანაირი გაგებით.
იყო იუმორით აღსავსე, ფიცხი, ჩქარი და ძალიან მოსიყვარულე. ყოველთვის ყველაფერი ეჩქარებოდა, მისთვის „მერე გავაკეთებ“ არ არსებობდა.
გურია და გურულები ჩემთვის მხოლოდ გეოგრაფიული მდებარეობა არ არის, ის გულის პატარა ნაწილია, რომელიც ძალიან მიყვარს“, - ამბობს ეკა ჭკუასელი.

ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ლიზი ქონიაძე 24 წლის გახდა - ნახეთ, სად აღნიშნა ინფლუენსერმა დაბადების დღე
🎥 „იონას პირველი ზიარება“ - თამუნა ამონაშვილი შვილის ახალ კადრებს გვიზიარებს