Digest Logo

ჯანმო: 2023 წელს მსოფლიოში ტუბერკულოზით ინფიცირების 8 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

30/10/2024 • 13:40
ტუბერკულოზიტუბერკულოზი

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ინფორმაციით, 2023 წელს მსოფლიოში ტუბერკულოზის 8 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამ დაავადებამ დაახლოებით 1.25 მილიონი ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. ეს არის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

აღნიშნულის შესახებ ჯანმოს მოხსენებაშია ნათქვამი, რომელსაც AP News ავრცელებს.

ტუბერკულოზით დაავადებულთა ფატალური შემთხვევების რაოდენობა თითქმის ორჯერ აღემატება აივ-ით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ეს დაავადება, სავარაუდოდ, კიდევ ერთხელ გახდება სიკვდილის მთავარი მიზეზი ინფექციურ დაავადებებს შორის.

„ის ფაქტი, რომ ტუბერკულოზი კვლავ კლავს და აინფიცირებს ამდენ ადამიანს, აღმაშფოთებელია, როდესაც ჩვენ გვაქვს მისი პრევენციის, აღმოჩენისა და მკურნალობის საშუალებები“, - თქვა ჯანმოს გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეისუსმა.

ჯანმოს მონაცემებით, ტუბერკულოზი გავლენას ახდენს ძირითადად სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის, აფრიკის და წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილზე. 

 აგრეთვე დაგაინტერესებთ:

როგორ უნდა გადალახოს ზოდიაქოს თითოეულმა ნიშანმა დაძაბული პერიოდები მარტივად

„მკაცრი ვარ, იმიტომ, რომ უსამართლობას ვერ ვიტან და ვინც ასეთია, ყველა დაუნდობელი ჰგონიათ“ - რას ამბობს ქეთი დოლიძე

„საკმაოდ მნიშვნელოვანი დღეები გვაქვს, რაშიც ვდებთ ჩვენს ძალებს და ინვესტიციას, ის საზრდო გვეძლევა სიყვარულის ან ტანჯვის სახით“ - რას წერს ასტროლოგი