Digest Logo

„ჯერ მდგომარეობიდან არც გამოვსულვარ, ჩემს თავს უნდა შევებრძოლო, რომ ძლიერი ვიყო“ - ალექსანდრე ზაზარაშვილი ძმის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე

1747135694
ალექსანდრე ზაზარაშვილი

ალექსანდრე ზაზარაშვილი fortuna.ge-სთან ოჯახური ტრაგედიის შესახებ საუბრობს  – მას ცოტა ხნის წინ ძმა უბედური შემთხვევის შედეგად გარდაეცვალა. ალექსანდრე ამბობს, რომ ჯერჯერობით ამ ტრაგედიიდან ვერ გამოვიდა.

„ბოლო პერიოდი ნამდვილად ძალიან რთული მქონდა ყველა ასპექტში. წინა ზაფხული იყო ყველაზე ბედნიერი, რაც ჩემს ცხოვრებაში ყოფილა. მე ოჯახის ტიპი ვარ და ექვსი წელი ოჯახის გარეშე გავიზარდე... იმ ზაფხულს, რომელიც ვახსენე, ჩემს დაბადების დღეს ოჯახთან ერთად შევხვდი და ვფიქრობ, რომ ყველაფერი მქონდა, რაც ადამიანს ბედნიერებისთვის სჭირდებოდა... ძალიან მადლობელი ვარ ღმერთის. შემდეგ იყო ეს ტრაგედია, რაც დაგვატყდა თავს, ჩემი ძმის გარდაცვალებას ვგულისხმობ... არ ვიცი, რამ გამომიყვანა ამ მდგომარეობიდან და ისიც ზუსტად ვიცი, რომ ჯერ ამ მდგომარეობიდან არც გამოვსულვარ. უბრალოდ, სხვა გზა არ მაქვს, ჩემს თავს უნდა შევებრძოლო, რომ ძლიერი ვიყო და ჩემს დებს გვერდში დავუდგე, მივცე მეტი საშუალება ცხოვრებაში. ეს მიზანი მაძლიერებს.

კიდევ ერთი რთული პერიოდი უკავშირდება იმას, რაზედაც სიმღერა დავწერე – მე და ჩემი შეყვარებული დავშორდით ერთმანეთს. ეს პერიოდიც ძალიან რთულად გადავიტანე... ამის მიუხედავად, ჩემი ცხოვრება ამოძრავდა, კარიერულად წინ მივდივარ, ბევრი შესაძლებლობა გაჩნდა. როცა რამე ცუდი მოხდება, ღმერთს ვესაუბრები და მისი მჯერა. თუკი რაიმე ცუდი მოხდება, მინდა ვიფიქრო, რომ ალბათ ასე იყო საჭირო... როცა ეს გაქვს გააზრებული, გეხმარება ადამიანს, დეპრესიაში არ ჩავარდე. ეს ძალიან რთული პროცესია, ზოგჯერ ფიქრობ, რომ ამით საკუთარ თავს ამხნევებ, მაგრამ მერე მინიშნებებით ცხოვრებაში ხვდები, რომ სწორ გზაზე დგახარ. მინდა, ჩემს თავს მეტი სტიმული მივცე, ჩემი ახლობელი ადამიანების გამო, რომ წინ ვიარო და მეტი გავაკეთო“ , - ამბობს ალექსანდრე ზაზარაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ეს არის შაბლონების რღვევის, ომების გააქტიურების, გამწვავების და გაღვივების პერიოდი“ - მარიამ შუკაკიძე პლუტონის რეტროგრადულობაზე

„ძალიან ცეცხლოვანი ქალი ხარ“ - ეკატერინე ტუღუში ახალ ფოტოებს გვიზიარებს

🎥 „იმედის“ ჟურნალისტები თანამშრომლის დაღუპვის მიზეზზე ალაპარაკდნენ - „ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას და დამნაშავეების პასუხისგებას“