
იუმორისტი, „ღამის შოუს ბენდის“ მსახიობი ჯიმი აბესაძე გადაცემა „პოსტ ალიონის“ სტუმარი იყო.
მსახიობმა ოჯახურ ურთიერთობებსა და პროფესიის სირთულეებზე ისაუბრა.
„6 წელია რაც იუმორისტული ჟანრის მსახიობი ვარ და ორად ორი დუბლი მახსენდება და გაფუჭებული კადრი, რადგან ძალიან პასუხისმგებლობიანი ადამიანი ვარ. მაგრამ ის ნერვიულობა, რაც პირველად მქონდა, ახლაც იგივეა. სცენაზე გასვლამდე ღმერთს ვთხოვ შენ მიშველე-თქო და პირჯვარს ვიწერ“,- ამბობს მსახიობი.