
2 აპრილს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, შარტავას ქუჩა N44-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს ხვალ, 2 აპრილს, საღამოს 22:00 საათზე დაიწყებენ და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 2 აპრილს, საღამოს 22:00 საათიდან 3 აპრილის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
საბურთალოს რაიონში - პეკინის გამზირის N7-31, შარტავას ქუჩა N1-43, ხვიჩიას ქუჩა N15-31, N14-40, ცინცაძის ქუჩა N1-17, N2-8, იყალთოს ქუჩა N1, 2, კანდელაკის ქუჩა N2, კალანდაძის, იოსებიძის, ბროლოსანის, ქუთათელის, მიროტაძის, აფაქიძის, აკურის, ბერბუკის, ალექსიძის, ასლანიდის, ბოჭორიშვილს, დები იშხნელების და სულაკაურის ქუჩებს, სააკაძის დაღმართს და სააკაძის მე-2 გასასვლელს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის.
დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 რა არ უნდა გავაკეთოთ ქორწილში? - რას ამბობს წვეულებების ცნობილი წამყვანი ემილი გოგუა
🎥 „მასწავლებლის შვილი“, დამატებითი პასუხისმგებლობა თუ პრივილეგია? - ფსიქოლოგის რჩევები