
ხვალ, 23 ივლისს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, სამგორის რაიონში, ლევან მაჭავარიანის ქუჩა N13-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ინფორმაციით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები, მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 23 ივლისს, საღამოს 22:00 საათიდან 24 ივლისის დილის 10:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
სამგორის რაიონში - ვარკეთილი ზემო პლატოს, ირინა შტემბერგის, ლევან მაჭავარიანის, ლევან ჩოხელის, აკაკი ვასაძის და აბაშვილის ქუჩებს. კალოუბნის ქუჩა N32-38, N33-35, შუამთის ქუჩა N68; N70; ბერიაშვილის ქუჩა N7.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ეს რა კადრები, რა სტილი და რა სილამაზეა...“ - თაკო ნაცვლიშვილის ახალი ფოტოები სოცქსელს იპყრობს