Digest Logo

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ სპეციალურ განცხადებას ავრცელებს

1792423341
ჯივიპი ისნის რაიონში

ხვალ, 20 ოქტომბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, კიტა ბუაჩიძის ქუჩა N10-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ავრცელებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 20 ოქტომბერს, ღამის 23:00 საათიდან 21 ოქტომბრის დილის 11:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში, იყალთოს ქუჩა N26, კიტა ბუაჩიძის, ამირეჯიბის გზატკეცილის N1.

მთაწმინდის რაიონში - იაკობ ნიკოლაძის ქუჩას და 1 ჩიხს, კოსტავას I და II შესახვევებს, კოსტავას ქუჩა N36-60, N31-55, ვარაზის ხევს, ნიკო ნიკოლაძის, ლუარსაბ შარაშიძის, სოფიკო ჭიაურელის, კოტე მახარაძის, მიხეილ თუმანიშვილის, შიო მღვიმელის, ვერიკო ანჯაფარიძის, პეტრე მელიქიშვილის, სატივეს, ლუარსაბ ბოცვაძის, გიორგი ქუჩიშვილის, ფარნაოზ ლაპიაშვილის, როდენის, თემურ ჩხეიძის და შალვა ღამბაშიძის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS - შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „შეიძლება იგრძნო, რომ მოვლენები შენს სასურველ ტემპში არ ვითარდება...“ - 19 ოქტომბრის პროგნოზი მაიას ტომის კალენდრის მიხედვით

🎥 „დალეული კოლაგენი პირდაპირ კანში არ გადადის“ - კოტე თოდუა უახლეს კვლევებზე

🎥 ილია სულამანიძის დედა: „ღმერთმა იცის რამდენი ოფლი აქვს დაღვრილი ილიას, 21 წელია არ დაუსვენია, არ გაუცდენია არცერთი ვარჯიში“

✕