
დღეს, 16 მაისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ გლდანის რაიონში, ზაქარია მაისურაძის III შესახვევში, N3-ის მიმდებარედ წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს დღეს, 16 მაისს, დღის 15:00 საათზე და დაიწყებენ და ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 16 მაისს, 15:00 საათიდან 17 მაისის 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანის V, VI, VII, VIII მიკრორაიონებს, სოფელ ბერთუბანს, გიორგი წმინდას, სოფელ გლდანს, ტიხონოვის, ხერგიანის, წინამძღვრიშვილის, მარჯანიშვილის, მიქატაძის, გულისაშვილის, მაისურაძის და მებაღიშვილის ქუჩებს, თიანეთის გზატკეცილს.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ვისაც მარიამი ახლა არ ეამაყება, იგი საქართველოს მოქალაქე არ არის...“ - ლაშა ბასლანძე
⭕„საუკეთესო იყო, მართლა უსამართლო კონკურსია, ძალიან გულდასაწყვეტია“ - ირმა სოხაძე „ევროვიზიაზე“