
„ევროვიზია 2025“ ნახევარფინალში მარიამ შენგელია მაყურებლის წინაშე მე-10 ნომრად წარდგა.
სცენაზე ნომრის დასრულების შემდეგ მან წარმოთქვა სიტყვები - „საქართველო, მიყვარხარ! მადლობა, ევროპა!“.
მიუხედავად არაჩვეულებრივი ნომრისა, მარიამი ფინალში ვერ გადავიდა, რასაც პროდიუსერი ლაშა ბასლანძე ეხმაურება და მარიამის ნიჭის კრიტიკოსებს მიმართავს:
„ხვალ საქართველო დაანახვებს მსოფლიოს რამ მოგვიყვანა აქამდე ეს საოცარი ერი. ყველა გარეთ.
ჩემი აზრით ვისაც მარიამი ახლა არ ეამაყება, იგი საქართველოს მოქალაქე არ არის და სიამოვნებით ავაგროვებდი ხელმოწერებს მოქალაქეობის ჩამორთმევაზე“, - წერს ლაშა ბასლანძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საუკეთესო იყო, მართლა უსამართლო კონკურსია, ძალიან გულდასაწყვეტია“ - ირმა სოხაძე „ევროვიზიაზე“