ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი კახა ალშიბაია, იგივე „კახა ზუგდიდსკი“ საფრანგეთის ქალაქ რენის ციხეში გარდაიცვალა.
ოჯახის ახლობლების თქმით, კახა ალშიბაიას სიმსივნე ჰქონდა და სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა გარდაცვალების მიზეზი. ახლობლებმა ალშიბაიას გარდაცვალების შესახებ გუშინ შეიტყვეს.
უცნობია, ჩამოასვენებენ თუ არა ქართველ კანონიერ ქურდს საფრანგეთიდან ზუგდიდში. ალშიბაიას მშობლები და ძმები ცოცხალი აღარ ჰყავს და არც მის მამაპაპისეულ სახლში ცხოვრობს ვინმე.
ცნობისთვის, კახა ალშიბაიასთვის ე.წ. კანონიერი ქურდის სტატუსი არასდროს შეუჩერებიათ. ის საქართველოში ბოლოს 1998 წელს იყო ჩამოსული. მაშინ ალშიბაია სენაკის აეროპორტში მოსკოვიდან შესრულებული რეისით ჩამოფრინდა, სადაც იმდროინდელი შს მინისტრის კახა თარგამაძის დაჯავშნული „მერსედესი“ დახვდა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სიცოცხლე თითქოს წამით შეჩერდა...ჩემი შვილები და ოჯახი ზრუნავენ ჩემზე“ - რა დაემართა არუნ ხათრის
⭕ ამ გზით ბავშვებს ავი თვალისგან და ჯადოებისგან იცავდნენ – რიტუალი, რომელიც გაგაოცებთ