Digest Logo

🎥 „კახა ერთდროულად მკაცრიც იყო და უცნაურიც, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ხაზით იყო ჩემს ცხოვრებაში“ - ანასტასია ბენდუქიძე მამაზე

1791383434
ანასტასია ბენდუქიძე

ტელეწამყვანი ანასტასია ბენდუქიძე საქართველოში ბევრისთვის საყვარელი პერსონაა, იგი მამის, კახა ბენდუქიძის გარდაცვალების შემდეგ თავად ჩაუდგა სათავეში ოჯახურ ბიზნესს. ანასტასიას ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. იგი აქტიურად არის ჩართული სატელევიზიო პროექტებში.

ტელეწამყვანი „იუთუბის“ არხზე გადაცემა Speakeasy-ის სტუმარი იყო, სადაც მან გარდაცვლილ მამასა და ინგლისში გატარებულ ახალგაზრდობის წლებზე ისაუბრა:

„კახა ერთდროულად მკაცრიც იყო და უცნაურიც, მაგრამ საკმაოდ მნიშვნელოვანი ხაზით იყო ჩემს ცხოვრებაში.

ჩემი კარიერა რეალურად იუმორთან არის დაკავშირებული.

კარგი დამოკიდებულება მაქვს სასმელთან, მიყვარს სასმელიც და საჭმელიც. 

საკმაოდ საინტერესო ახალგაზრდობა მქონდა, როცა ინგლისში ვცხოვრობდი ლეგალურად ვერსად ვმუშაობდი, ამიტომ ოფიციალურად დავიწყე მუშაობა როგორც „პრომოუტერი“ ღამის კლუბში. ბევრი ღამეა ისეთი, რომელიც არ მახსოვს, სახლში როგორ მივედი. 

როგორიც არ უნდა იყოს შენი ცხოვრება, უნდა იპოვო კარგი, სასიამოვნო მომენტები, რადგან ცხოვრება ერთია“, - ამბობს ანასტასია ბენდუქიძე. 

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დედობა აღმოჩნდა ყველაზე რთული საქმე, ხანდახან მავიწყდება ვინ ვარ, აღარ ვითვლი რამდენი თვის ორსული ვარ“ - ანასტასია ბენდუქიძე

⭕ნინი შერმადინმა „რედ როქსის ამფითეატრი“ მოინახულა - მომღერალი გამომწერებს ახალ ფოტოებს უზიარებს

⭕„აამუშავებს ყველაფერს, რაც ფულთან და სამუშაოსთან არის დაკავშირებული“ - აქტივაცია მწვანე დრაკონი ფენშუის სპეციალისტისგან

✕