
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, ამ ეტაპზე, ყველაზე მთავარი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობაა.
ამის შესახებ მან თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი დღეს არის თორნიკეს ჯანმრთელობა. მინდა, მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო მას. დანარჩენს ვერაფერს გეტყვით, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. კომენტარს რაც შეეხება, გუშინ დავბრუნდი საქართველოში. მინდა, თორნიკეს მალე გამოჯანმრთელება ვუსურვო და წარმატებები ყველაფერში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცნობისთვის, თორნიკე რიჟვაძე ცეცხლნასროლი ჭრილობით თავდაპირველად საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“ შეიყვანეს, შემდეგ კი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ექიმების განცხადებით, თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა დადებითი დინამიკით ხასიათდება, არის კონტაქტური და ასრულებს მარტივ დავალებებს. აჭარის მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელი მკურნალობას თურქეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში განაგრძობს.
ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე ბრალდება წარედგინა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსს, ალექსი ახვლედიანს. მას სასამართლომ 8 ივლისს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ასხივებთ ბედნიერებას“ - მაკა ზამბახიძე მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს