
მომღერალი მაკა ზამბახიძე ცნობილი ჯგუფის „დუეტი ჯორჯია“ წევრია, რომელმაც 2008 წელს მომღერალ რატი დურგლიშვილთან ფესტივალ „იურმალაზე” გაიმარჯვა. ხალხის სიყვარულმაც არ დააყოვნა და მას მერე მისი კარიერა უფრო და უფრო წინ მიიწევს. მაკა მართალია სოლო კარიერით განაგრძობს მოღვაწეობას, თუმცა ჯგუფიც ხშირად ატარებს კონცერტებს.
მომღერლის რჩეული მიხეილ ჩოხელია, წყვილი სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს და მათ ერთად გამოჩენას ყოველთვის დადებითი კომენტარები აქვს. მიხეილი მაკაზე 7 წლით უმცროსია, თუმცა ფაქტია, რომ ასაკობრივ სხვაობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
ამჯერად მიხეილ ჩოხელი სოციალურ ქსელში მეუღლესთან ერთად გადაღებულ კადრებს აქვეყნებს, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
„საუკეთესო წყვილი ხართ“,
„გამორჩეულები“,
„ასხივებთ ბედნიერებას“,
„ანათებთ“, - წერენ კომენტარებში.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: